სალომე ღვინიაშვილს მართვის უფლება ჩამოართვეს

სალომე ღვინიაშვილს მართვის უფლება ჩამოართვეს

მოდელი სალომე ღვინიაშვილი წინასაახალწლოდ პატრულმა განსაკუთრებული სიურპრიზით გაანებივრა, თუმცა, როგორც ''ფეისბუქზე'' გამოქვეყნებული სტატუსიდან ჩანს, მოდელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ის წერს - ''10-ლარიანი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და ოპაა!.. შეამოწმეთ ჯარიმები''. მოდელმა ამ მინაწერს თან დაურთო დადგენილება, რომელიც, როგორც ჩანს, ახლახან მიიღო და რომლის მიხედვითაც, 13 დეკემბრიდან 12 თვის ვადით, ანუ ერთი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა.

სალომეს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო საჯარიმო ქვითარი 13 ოქტომბერს მიუღია და ზემოხსენებული 10-ლარიანი ჯარიმის, ასევე დაკისრებული საურავის გადაუხდელობის გამო საპატრულო პოლიციამ მის მიმართ მკაცრ ღონისძიებას მიმართა. დადგენილების ტექსტის მიხედვით, შესაძლებელია, მისი გასაჩივრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება