სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის ბაზრის შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის ბაზრის შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის ბაზრის შემოწმებას განაგრძობს. ამჯერად დარღვევები ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ "პრაიმ მარკეტსა" და მეორე მიკრორაიონში - ი/მ "დიმიტრი ჩაჩანიძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა.

შპს "პრაიმ მარკეტიდან" ვადაგასული სურსათი - ჩიპსი, მდნარი ყველი, სხვადასხვა დასახელების ნახევრადშებოლილი ძეხვი ამოიღეს.

პროდუქტი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ი/მ "დიმიტრი ჩაჩანიძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გაურკვეველი წარმომავლობის (დაუბეჭდავი, ანუ ფორმა 2-ის გარეშე) ხორცის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე 1000 ლარით დაჯარიმდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ