რძე გულისთვის სახიფათო პროდუქტია, ვარაუდობენ მეცნიერები

რძე გულისთვის სახიფათო პროდუქტია, ვარაუდობენ მეცნიერები

ძროხის რძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, ძალიან სახიფათი იყოს. შვედი მეცნიერების აზრით, ყოველდღიური ნორმა არ შეიძლება ორ ჭიქას აღემატებოდეს.

როგორც წესი, რძე კალციუმის შემცველობის გამო სასარგებლოდ ითვლება. მაგრამ სწორედ ამ ელემენტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკის გაზრდა შეუძლია. ეს ფაქტი ქალების ჯგუფზე დაკვირვებით დაამტკიცეს, რომლებიც დღეში საშუალოდ 1,4 ლიტრ რძეს მოიხმარდნენ.

რძის ჭარბად მოხმარების შემთხვევაში, კალციუმი უბრალოდ შეთვისებას ვერ ასწრებდა. შედეგად ნალექი შეიქმნა. ამასთან ცნობილია, რომ სისხლძარღვთა კალციფიკაცია მათ ელასტიურობას ამცირებს. ელასტიურობის შემცირებისას კი გულის ავადმყოფობის რისკი იზრდება.

რძის და რძის პროდუქტების უგუნური გამოყენების მავნებლობაზე ჰარვარდის მეცნიერებიც საუბრობდნენ. მათ კვლევა ჩაატარეს, რომლის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ნებისმიერი რძე ბავშვისთვის სასარგებლო არაა. თუ რძე შაქარს შეიცავს ან სხვა დამატკბობელ ნივთიერებებს, იგი მავნებელია.

მომზადებულია meddaily.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს