როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?

როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?

31 დეკემბერის ღამეს, ახალციხეში თითქმის ყველა რესტორანი იმუშავებს და რამდენიმე მათგანი სტუმრებს სპეციალურ საახალწლო პროგრამას შესთავაზებს. რესტორნების ნაწილი ახალი წლის პირველ დღეებშიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მათ, ვისაც დამდეგი 2014 წლის შეხვედრა წვეულებაზე სურთ, ოთხი არჩევანი აქვთ. 31 დეკემბრის ღამეს სპეციალური საახალწლო კარნავალები ახალციხის ორ რესტორანში: "ლომსიასა" და "ტყუპებში", ახალციხის ციხეში ახალგახსნილ ბარ "Golden Time"-სა და გასართობ კომპლექს ტბის ტერიტორიაზე მდებარე კაფე "ფონტანაშია" დაგეგმილი.

"მომხმარებლისთვის მოვამზადეთ სხვადასხვა ფასიანი შეთავაზება. ორივე პაკეტში დამატებით შედის ნამცხვარი, გოზინაყი, ერთი ჭიქა შუშხუნა ღვინო და ერთი ნაყინი. დაგეგმილი გვაქვს შეჯიბრება კარაოკეში. ასევე, შევაფასებთ სტუმრების ჩაცმულობას და გამოვავლენთ გამარჯვებულს. გარდა ამისა, ერთი ბოთლი ღვინო გადაეცემა წყვილს, რომელიც ვალსს საუკეთესოდ შეასრულებს", - ამბობს "ლომსიას" მენეჯერი ამირან ქიმერიძე.

საახალწლო პროგრამა არ აქვთ, თუმცა, 31 დეკემბერს დილიდან შუაღამემდე იმუშავებენ: რესტორნები - "ჯინო ველნესი", "რომანტიკა", "ბონადეა" და "ვარძია", ლუდის ბარი "დუბლი" და "პიცერია". ახალციხეში არსებული კაფე-ბარები და რესტორნები კლიენტებს ახალი წლის პირველ დღეებშიც მოემსახურებიან. 1 და 2 იანვარს მხოლოდ "დუბლი" და "პიცერია" არ იმუშავებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა