პოლიციამ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლს "ფეისბუქით" მიაგნო

პოლიციამ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლს "ფეისბუქით" მიაგნო

საკუთარ თავს ფოტო გადაუღო და "ფეისბუქზე" ატვირთო, გართობის ერთგვარი ხერხია, მაგრამ სოციალურ ქსელს თქვენი სიკვდილისგან ხსნაც შეუძლია.

აშშ-ის შტატ კენტუკში მცხოვრები სუზან სტეისი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ქმრისგან, ლესლი კონტისგან სისტემატურად იტანდა. ბოლო დაპირისპირების დროს ქმარმა ის სასტიკად სცემა და ცოლს პოლიციაში რომ არ დაერეკა, სახლის ტელეფონი და მობილური დაამტვრია. თუმცა, ქმარს დაავიწყდა, რომ საძინებელში კომპიუტერი უვნებელი იყო. ქალმა სასტიკად ნაცემ სახეს ფოტო გადაუღო, "ფეისბუქში" ატვირთა და დაპოსტა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამე იყო, "ფეისბუქის" რამდენიმე მეგობარი საიტზე იმყოფებოდა და ერთ-ერთმა პოლიციის დეპარტამენტში დარეკა. პოლიციამ მოძალადე ქმარი მაშინვე დააპატიმრა.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს