ეს კუტა არ იყო, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ უნდოდა? - ცოტნე გამსახურდია ზაქარეიშვილის ცნობილ ფრაზას პასუხობს

ეს კუტა არ იყო, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ უნდოდა? - ცოტნე გამსახურდია ზაქარეიშვილის ცნობილ ფრაზას პასუხობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება. მედიაში გავრცელებულ მინისტრის ფრაზას - მეშინია, რომ მოვა დრო და სააკაშვილი მართალი აღმოჩნდება - ცოტნე გამსახურდია ამგვარი პოსტით პასუხობს:

"აი, როგორ არ უნდა აგინო ახლა ამას??? განა ეს კუტა არ იყო, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ უნდოდა? მაშინ არ იცოდა, რომ რუსეთის ფაქტორი არსებობდა? ამას რენეგატიც აღარ ჰქვია უკვე", - წერს ექს-პრეზიდენტის ვაჟი და პაატა ზაქარეიშვილის 2001 წელს გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

"სოჭი, 2001 წლის მარტი, პაატა ზაქარეიშვილი: "აფხაზური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია. თუკი ჩვენ ახლა ვაღიარებთ აფხაზეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. აფხაზეთის აღიარება (ღმერთმა ქნას) მოხდება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებში. მაგრამ ეს ძალიან გრძელი პროცესი იქნება. შესაძლოა, ბოლო აკორდიც კი გახდეს. აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა დაიწყება. მაგრამ ეს გვიან მოხდება, ამიტომაც თქვენ მოცდა არ უნდა გიღირდეთ", - ციტირებს გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იხილეთ ასევე: პაატა ზაქარეიშვილი - მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, სააკაშვილი მართალი იყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს