მშობლებმა დაკარგული ვაჟი Associated Press-ის ფოტოთი იპოვეს

მშობლებმა დაკარგული ვაჟი Associated Press-ის ფოტოთი იპოვეს

უგზოუკვლოდ დაკარგული ამერიკელი Associated Press-ის თანამშრომლის გადაღებული ფოტოს წყალობით იპოვეს.

პირველად ფოტოს ყურადღება სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა მიაქციეს. სახლიდან წასული ახალგაზრდა მამაკაცის მშობლების მიერ შექმნილ გვერდზე სოციალური ქსელის ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მათი ვაჟი გაზეთ USA Today-ს ფოტოზე ნახა.

როგორც გაირკვა, გაზეთში გამოქვეყნებულ სურათზე ნამდვილად 20 წლის ნიკოლას სიმონსი იყო აღბეჭდილი, რომელიც იანვრის დასაწყისში სახლიდან წავიდა. ჟაკლინ მარტინის გადაღებულ ფოტოზე ახალგაზრდა ადამიანი ვაშინგტონში, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის შენობასთან უსახლკაროებთან ერთად იკვებება და ვინტილაციასთან თბება.

ფოტოთი გაოცებული სიმონსის მშობლები ჟაკლინ მარტინს Facebook-ით დაუკავშირდნენ. მალე, სიმონსის ნათესავების თხოვნით, მარტინი ფოტოს გადაღების ადგილზე დაბრუნდა. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციელების დახმარებით ახალგაზრდა ადამიანი იპოვეს. ნიკოლას სიმონსი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მშობლებიც მივიდნენ.

ნიკოლას სიმონსი სახლიდან 1-ელ იანვარს წავიდა. ახალგაზრდა მამაკაცმა არავის უთხრა, სად მიდიოდა და სახლში საფულე, მობილური ტელეფონი და დოკუმენტები დატოვა. როდესაც ვაჟი სახლში არ დაბრუნდა, პოლ და მიშელ სიმონსებმა პოლიციაში დარეკეს და დაკარგული ნიკოლასის მოსაძებნად Facebook-ში გვერდი შექმნეს.

მომზადებულია USA Today-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს