ზოოპარკი, სადაც ლომებთან და ვეფხვებთან ძილი შეგიძლიათ

ზოოპარკი, სადაც ლომებთან და ვეფხვებთან ძილი შეგიძლიათ

არგენტინაში მდებარე ზოოპარკში Lujan Zoo-ში მისულ სტუმრებს მსოფლიოში ყველაზე საშიშ მტაცებლებთან, ლომებთან და ვეფხვებთან ძილი შეუძლიათ.

ზოოპარკში ცხოველები ძაღლებთან ერთად იზრდებიან და ადამიანებთან ახლო კონტაქტს სწავლობენ. ზოოპარკი პირველად 1994 წელს გაიხსნა. მთელი 20 წლის განმავლობაში მტაცებლები ზოოპარკის სტუმრებს თავს არასდროს დასხმიან. თუმცა, Lujan Zoo-ს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს - საქმე ის არის, რომ დაწესებულებას ხშირად სტუმრობენ პატარები, რომლებიც საკუთარი ხელით კვებავენ ცხოველებს. როგორც ადმინისტრაციაში ამბობენ, ცხოველები ყოველთვის დანაყრებულები არიან, სწორედ ამიტომ ადამიანების ხორცს საკვებად აღარ აღიქვამენ.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან, რადგან მათი მტკიცებით, ცხოველებს დამამშვიდებელი ნარკოტიკი სისტემატურად უკეთდებათ და ეს მათი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მომზადებულია atlasobscura.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს