დიმიტრი შაშკინი - სკოლებში ფული რომ გროვდება ყველაფერზე, კაციშვილი ხმას არ იღებს

დიმიტრი შაშკინი - სკოლებში ფული რომ გროვდება ყველაფერზე, კაციშვილი ხმას არ იღებს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სკოლებში ფულის შეგროვების ჩვეულებას აპროტესტებს.

"ერთი კითხვა მაქვს, ჩემით ვერ ავხსენი ეს ფენომენი და იქნებ ვინმე დამეხმაროს ამის გაგებაში:

როცა კორპუსში ლიფტის ფულს აგროვებენ, ბევრი უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს და ერთი ლარის გადახდას გაურბის. სკოლებში კი ახლა ფული რომ გროვდება ყველაფერზე (ფარდებზე - 3 ლარი, დამლაგებელზე - 1 ლარი, საჩუქრებზე - 5 ლარი და ა.შ.) კაციშვილი ხმას არ იღებს. თან, თუ პირველ შემთხვევაში ლიფტის ფულს შენს მაგივრად სხვა არავინ გადაიხდის, მეორე შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ყველა ხარჯი თვითონ დაფაროს. ასევე, ზარზეიმით გვამცნო განათლების სამინისტრომ, რომ სკოლის ვაუჩერი გაიზარდა და სკოლას ფული აქვს ფარდებისთვის და დამლაგებლებისთვისაც.

ვისაც მოკლე მეხსიერება არ აქვს კარგად ახსოვს, რომ ჩემი მინისტრობის დროს, სკოლებში სასტიკად იყო აკრძალული ნებისმიერი მიზეზით ფულის შეგროვება და მშობლები ამით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მაშ ახლა ყველა მშობელი მორჩილად რატომ შეეგუა ამ უმსგავსობას?", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს