ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"

ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"

ქეთი ხატიაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის გამარჯვებულია. როგორც "ხალხის რჩეულმა" და პროექტის მე-13 არაცნობილმა მონაწილემ დაამტკიცა, რომ ვარსკვლავური მეგაშოუს მოგება რიგით და ნიჭიერ ადამიანსაც შეუძლია... ქეთიმ უკან ჩამოიტოვა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ბინით დაასაჩუქრეს. იმის შესატყობად, შოუს დასრულების შემდეგ თავს როგორ გრძნობს და ნახა თუ არა საჩუქრად გადაცემული ბინა, "ამბები.გე" ქეთის დაუკავშირდა.

- ქეთი, თუ მოინახულე შენი ბინა?

- ჯერ არა, უნდა შევეხმიანო იმ ადამიანებს, ანუ "არქი-ჯგუფს", რომელიც ბინას მთავაზობს. უნდა მაჩვენონ ყველა ის ადგილი, სადაც ბინებს აშენებენ და იქიდან შევარჩევ. მოკლედ, მოლოდინში ვარ. ვნახოთ.

- ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს და რას საქმიანობ?

- ჯერჯერობით ვისვენებ, მაგრამ ტელეკომპანია "იმედისგან" სიახლეებს ველოდები. რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და მოკლედ, მოლოდინში ვარ. წინასწარ კი არ მინდა ყველაფრის თქმა. ჯერ გამოვიდეს და ყველა გაიგებს. ამასთან, მეც მაქვს ჩემი რაღაც იდეა. ამ პროექტმა საერთოდ არაერთი იდეა გამიჩინა.

- იდეები შენს სფეროს, სპორტს ეხება?

- არა, არა...

- როგორც ვიცი, ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობდი. იმ საქმიანობას აგრძელებ?

- ვნახოთ, "იმედის" შომოთავაზებიდან რაზე შევაჩერებ არჩევანს და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. თუმცა ფიტნეს-ინსტრუქტორობას გავაგრძელებ. ეს გარდა იმისა, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ასევე შემოსავლის წყაროც არის.

- 4 თვის განმავლობაში შეუსვენებლივ ცეკვავდი. რეპეტიციებზე სიარული ხომ არ მოგენატრა?

- მონატრება არა, მაგრამ გამიხარდა, რომ მე და გიორგის "მის საქართველო 2014"-ს შოუზე ცეკვა გვთხოვეს. სიამოვნებით ვიცეკვებ. ასეთი რაღაცები, ალბათ, სულ იქნება და მე და გიორგის კიდევ მოგვიწევს რეპეტიციებზე სიარული, მაგრამ ცეკვის სფეროში მთლიანად გადაბარგებას ნამდვილად არ ვაპირებ.

- ე.ი. დაუბრუნდი სახლს...

- ყველაფერს თავის ხიბლი აქვს და ვგრძნობ, სახლიც მომნატრებია. ნაძვის ხე ახლა მოვრთე ნორმალურად (სიცილით ამბობს). ახალი წლის წინა დღეებში მაგის დრო არ მქონდა...

- 4 თვის განმავლობაში შენს შვილს ვინ უვლიდა?

- ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ბაღში დადიოდა და ძირითადად ბებია-ბაბუები უვლიდნენ. ახლა კი უკვე დედიკოსთან არის...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება