საახალწლო სუფრასთან ღვინო ან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი სწრაფად რომ არ მოგეკიდოთ, შეგიძლიათ, რამდენიმე მარტივ ხერხს მიმართოთ.
უპირველეს ყოვლისა, სადღესასწაულო სუფრას არავითარ შემთხვევაში მშიერი არ მიუჯდეთ. შეგიძლიათ, წინასწარ ერთი-ორი კარაქიანი ბუტერბროდი მიირთვათ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე აბ აქტივირებულ ნახშირსაც მიაყოლებთ, ეს ხელს შეუწყობს ალკოჰოლის სწრაფ გადამუშავებას. ასეთივე ფუნქციას ასრულებს ახალდაყენებული ლიმონიანი შავი, მწვანე ან პიტნის ჩაი, ასევე - მაგარი ყავა.
დიდი რაოდენობით ყავას ნუ დალევთ, ამან შეიძლება, გულ-სისხლძარღვთა სისტემა გადატვირთოს.
არსებობს მარტივი მეთოდი, რომელსაც "აცრას" უწოდებენ, ამისთვის სადღესასწაულო სუფრასთან დაჯდომამდე 3-4 საათით ადრე დალიეთ 100 გრამი მაგარი სპირტიანი სასმელი და მსუყე საკვებიც მიაყოლეთ. ამგვარი მეთოდი დაგეხმარებათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ფორმა და რაც მთავარია, დიდი რაოდე-ნობით ალკოჰოლური სასმელი მიირთვათ.
ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ, მაგრამ თუ მაინც ვერ გაუძელით ცდუნებას, შეეცადეთ, გრადუსი თანდათან აამაღლოთ, არყის ან რომის შემდეგ მსუბუქი ღვინის ან შამპანურის დალევა ნამდვილად არ ღირს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ალკოჰოლმა შეიძლება, ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას უალკოჰოლო და უგაზო სასმელს დააყოლებთ.