94 წლის ქვრივს 70 წლის წინ დაკარგული ბეჭედი დაუბრუნეს

94 წლის ქვრივს 70 წლის წინ დაკარგული ბეჭედი დაუბრუნეს

აშშ-ის შტატ ვაიომინგში მცხოვრები 94 წლის ქვრივი ბეტი მაკალენანი სიხარულისგან ატირდა, როდესაც 70 წლის წინ დაკარგული ბეჭედი საზეიმო ვითარებაში დაუბრუნეს.

მან ბეჭედი მეგობარ ბიჭს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს აჩუქა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის მომავალში მისი მეუღლე გახდებოდა. საუბედუროდ, ბეტის ქმარი, რობერტ გრიბული, რომელიც სნაიპერი იყო, მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და ბეჭედიც დაიკარგა. ბეჭედი და სხვა ნივთები კატასტროფის ადგილას, სადაც გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილებს ეძებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო კვლევის ლაბორატორიის მეცნიერებმა იპოვეს.

მომზადებულია FOX NEWS-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს