ინ­ტერ­ვიუ ქარ­თ­ველ ჰა­კერ­თან - "ფე­ის­ბუქს" ხში­რად ვტე­ხავ"

ინ­ტერ­ვიუ ქარ­თ­ველ ჰა­კერ­თან - "ფე­ის­ბუქს" ხში­რად ვტე­ხავ"

შენ მშვი­დად ჯდე­ბი შენს კუთ­ვ­ნილ კომ­პი­უ­ტერ­თან და სხვა­დას­ხ­ვა სა­იტს ათ­ვა­ლი­ე­რებ, ამ დროს კი წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვს, რომ გით­ვალ­თ­ვა­ლე­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტის ან პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის გა­ტე­ხა - ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ოპე­რა­ცი­ე­ბი­დან, რა­საც ისი­ნი უბად­ლოდ ას­რუ­ლე­ბენ. მათ ე.წ. ჰა­კე­რე­ბი ჰქვი­ათ. მა­თი ქმე­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, თა­ნაც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმა­ზე მძი­მე, ვიდ­რე სხვა.

"ჰა­კე­რი" ინ­გ­ლი­სუ­რად გა­პო­ბას, გა­ტე­ხას ნიშ­ნავს. ჰა­კე­რებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ჯგუფს უწო­დე­ბენ. პირ­ვე­ლად ეს ტერ­მი­ნი 60-იან წლებ­ში დამ­კ­ვიდ­რ­და. არ­სე­ბობს შა­ვი, თეთ­რი, ლურ­ჯი და ნაც­რის­ფე­რი ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მა­ინც შა­ვი ჰა­კე­რია. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ხობს კომ­პი­უ­ტე­რულ უსაფ­რ­თხო­ე­ბას და ინ­ტერ­ნეტ­ტექ­ნო­ლო­გი­ებს ტე­რო­რიზ­მის, ვან­და­ლიზ­მის, ქურ­დო­ბი­სა და სხვა კრი­მი­ნა­ლის­თ­ვის იყე­ნებს. ის ყვე­ლა­ზე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლად ით­ვ­ლე­ბა ჰა­კერ­თა წრე­ში. შე­და­რე­ბით "კე­თი­ლი­ა" თეთ­რი ჰა­კე­რი, რო­მე­ლიც არ იყე­ნებს თა­ვის ნიჭს კრი­მი­ნა­ლის­თ­ვის. ისი­ნი ძი­რი­თა­დად პროგ­რა­მულ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ში გვხვდე­ბიან. ჰა­კე­რი, სულ ცო­ტა, ორ პროგ­რა­მი­რე­ბის ენას უნ­და ფლობ­დეს, ერ­კ­ვე­ო­დეს ქსელ­ში და იყე­ნებ­დეს ძლი­ერ ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მებს.

ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ვა­სილ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლია. ახალ­გაზ­რ­და ვა­სილს შე­იძ­ლე­ბა პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჰა­კე­რი ვუ­წო­დოთ, რო­მელ­მაც შეძ­ლო ვი­რუ­სუ­ლი პროგ­რა­მის შექ­მ­ნა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­ეძ­ლო შე­ეღ­წია ნე­ბის­მი­ერ კომ­პი­უ­ტერ­ში და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა მის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თა­ნა­ვე, შე­ეძ­ლო მო­ეს­მი­ნა თქვე­ნი სა­უბ­რე­ბის­თ­ვი­საც. ვა­სილს ასე ახა­სი­ა­თებ­დ­ნენ: მას არ ჰყავს მე­გობ­რე­ბი, 13 წლი­დან კომ­პი­უ­ტერ­ში ცხოვ­რობს, არ აინ­ტე­რე­სებს სხვა გა­რე­მო­ფაქ­ტო­რე­ბი, იცის მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო და თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე. იმ­დე­ნად კარ­გად, რომ 18 წლის ასაკ­ში უკ­ვე შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გახ­და.

მი­სი ნაც­ნო­ბე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ იგი კუდ-ის მე­ოთხე სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი "გე­ნი­ო­სე­ბი" ხშირ შემ­თხ­ვე­ვებ­ში სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას გა­ურ­ბი­ან. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტიც ე.წ. ჰა­კე­რია. 21 წლის ლა­შა ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბი­დან შე­ეძ­ლო მთე­ლი დღე­ე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნა:

- შე­მიძ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის, მა­ი­ლის, სკა­ი­პის გა­ტე­ხა, სხვის კომ­პი­უ­ტერ­ში შეს­ვ­ლა, მაგ­რამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბას "ბო­რო­ტად" არ ვი­ყე­ნებ. ხში­რად ჩემს მე­გობ­რებს უთხო­ვი­ათ ვინ­მეს კომ­პი­უ­ტე­რის გა­ტე­ხა, მი­სი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა, თუმ­ცა ასეთ რა­მეს არა­სო­დეს ვთან­ხ­მ­დე­ბი.

- ე.ი. მე­გობ­რე­ბი შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი არი­ან?

- ვცდი­ლობ, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ვი­ლა­პა­რა­კო, გვა­რის და­კონ­კ­რე­ტე­ბის­გა­ნაც ამი­ტომ ვი­კა­ვებ თავს. მყავს პა­ტა­რა სა­ნაც­ნო­ბო წრე, ვინც ჩე­მი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლობს და ამა­ში ანაზღუ­რე­ბა­საც ვი­ღებ.

- უფ­რო მე­ტად რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა სურთ?

- საკ­მა­ოდ ხში­რად მთხო­ვენ პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­ტე­ხას, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში "ფე­ის­ბუ­ქის" გა­ტე­ხაც ხში­რად მი­წევს. მი­ზე­ზე­ბი ათას­გ­ვა­რია, თუმ­ცა ეს მე არ მე­ხე­ბა - კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი სრუ­ლი­ად ცალ­კე სამ­ყა­როა. მე მიყ­ვარს ეს სამ­ყა­რო და მის ბი­ნად­რად ვგრძნობ თავს. მე თვი­თონ არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვარ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, ამ სამ­ყა­რო­ში ყოფ­ნის სხვა მე­თო­დე­ბი მაქვს.

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია