"ხალ­ხი გულ­გა­ტე­ხი­ლია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის უნე­ბის­ყო­ფო­ბით" - ინტერვიუ "ევრომადნის" ცნობილ აქტივისტთან

"ხალ­ხი გულ­გა­ტე­ხი­ლია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის უნე­ბის­ყო­ფო­ბით" - ინტერვიუ "ევრომადნის" ცნობილ აქტივისტთან

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ და და­ძა­ბულ პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში­ა, ჟურ­ნა­ლის­ტი, უკ­რა­ი­ნის რა­დის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ოლ­გა გე­რა­სი­მუ­კი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- კი­ევ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, არე­უ­ლო­ბა იმის შე­დე­გი­ა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნ­და ხალ­ხის ნე­ბას, მოთხ­ოვ­ნებს დაჰ­ყვეს. 2-თვი­ა­ნი უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­ნი­ხი­ლავს მას დი­ა­ლო­გის მხა­რედ. აშ­კა­რა­ა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს, სა­ით და რა გზით უნ­და წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი კომ­პრო­მი­სის ნაც­ვლად და­ში­ნე­ბის, დას­ჯის ახალ­-ა­ხალ მე­თო­დებს მი­მარ­თავს; ბო­ლო წვე­თად კი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წეს­ზე დიქ­ტა­ტო­რუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა და მას­ზე ია­ნუ­კო­ვი­ჩის ხელ­მო­წე­რა იქ­ცა; ამის შემ­დეგ კი მა­ი­დან­ზე გა­მარ­თულ სა­ხალ­ხო კრე­ბა­ზე, ვე­ჩე­ზე, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა შეკ­რე­ბი­ლებს მოქ­მე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა ვერ შეს­თა­ვა­ზეს და სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა რა­დი­კა­ლებ­მა იწყ­ეს; ხალ­ხი გულ­გა­ტე­ხი­ლია ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბის უნე­ბის­ყო­ფო­ბით, გა­მოჩ­ნდა, რომ მათ მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია არ აქვთ; რო­ცა მა­ნი­ფეს­ტან­ტებ­მა ოპო­ზი­ცი­ას ერ­თი­ა­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის სა­ერ­თო ლი­დე­რის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვეს, ფრაქ­ცია "ბატ­კივ­ში­ნას" თავ­მჯდო­მა­რე არ­სენ ია­ცე­ნი­უკ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ "ეს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­ა", ხალ­ხი მიხ­ვდა, რომ მათ შო­რის ერ­თი­ა­ნო­ბა არ არის, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვლა თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბაც ვერ შეძ­ლეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­ანთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აგ­რძე­ლე­ბენ. ამა­სო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ვი­ტა­ლი კლიჩ­კო, შე­საძ­ლო­ა, ვერ და­რე­გის­ტრირ­დეს, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, რად­გან ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში არ ცხოვ­რობ­და. ამ­ჟა­მად მდგო­მა­რე­ო­ბა კი­ევ­ში კვლავ და­ძა­ბუ­ლი და სა­ხი­ფა­თო­ა, ქუ­ჩებ­ში ლო­კა­ლუ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა ­(ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 21 იან­ვარს), სულ უფ­რო ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი შე­საძ­ლო­ა, იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. გა­მოჩ­ნდა, რომ ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ძლი­ე­რი­ა.­ ამ წელს იმ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი სცე­მეს პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, რამ­დე­ნიც არას­დროს..

- რო­გორ აფა­სებთ და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სად­მი?

- რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სი­ის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ვი­მე­დოვ­ნებთ, იქ ჩვენ­თან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მკაცრ რე­ზო­ლუ­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, ევ­რო­პა მიდ­გო­მას შე­იც­ვლის და არა მხო­ლოდ დაგ­მობს, გა­კიცხ­ავს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არა­მედ უფ­რო მკვეთრ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, რა­ზე­დაც ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბით ევ­რო­პელ პარ­ტნი­ო­რებს. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კი­დევ ერ­თხელ ცხად­ყოფს, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თი არ არის და სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მზად­დე­ბა, აქ სა­მარ­თლი­ან პრო­ტესტს და და­პი­რის­პი­რე­ბას იწ­ვევს, ჩვენ უკ­ვე შე­ვიგ­რძე­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბის გე­მო; პრე­ზი­დენ­ტი ია­ნუ­კო­ვი­ჩი კი თა­ვის ხალხს არ იც­ნობს, ვერ ხვდე­ბა, რომ ზე­წო­ლა პრო­ტესტს უფ­რო აძ­ლი­ე­რებს. თუ ასე გაგ­რძელ­და, უკ­რა­ი­ნა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ნა­წევ­რონ, და­შა­ლონ.

- თქვე­ნი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ოპო­ზი­ცი­ის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი თუ გა­მო­ი­ღებს შე­დეგს?

- ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, დაწყ­ე­ბა, დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხის­ტმა პო­ზი­ცი­ამ, თუმ­ცა, თუნ­დაც ის, რომ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა მთა­ვარ მომ­ლა­პა­რა­კებ­ლად ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი კლუ­ე­ვი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც დე­მონ­სტრა­ცი­ის დარ­ბე­ვა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ დი­ა­ლო­გი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდე­ბა; ია­ნუ­კო­ვი­ჩი ვა­დამ­დე საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არას­დროს და­თან­ხმდე­ბა და ეს გა­სა­გე­ბი­ცაა - ასე­თია კრემ­ლში მი­სი პატ­რო­ნის ნე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა