ნინო ნადირაძე - მეშინია რუსები შავი ზღვიდან არ შეჯლიგინდნენ ყირიმში "თავისი მოქალაქეების" დასაცავად

ნინო ნადირაძე - მეშინია რუსები შავი ზღვიდან არ შეჯლიგინდნენ ყირიმში "თავისი მოქალაქეების" დასაცავად

პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის მეუღლე ნინო ნადირაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მეშინია ხვალ 2-3 რუსი არ მოკლან ყირიმში პროვოკაციის მიზნით და რუსები შავი ზღვიდან არ შეჯლიგინდნენ "თავისი მოქალაქეების" დასაცავად და პირველ ეტაპზე ყირიმი არ გაიპრავონ, რისი გამოცდილებაც უკვე აქვთ! დიდი დიდი ამაზე ევროპა უფრო ძლიერად შეშფოთდეს((((

რუსები, როგორც წესი, ახალი სცენარების მოგონებით თავს არ იკლავს, არც სჭირდება, ისედაც გასდის((

ამერიკას აქამდე უნდა ემოქმედა, ანუ ფინანსურად დახმარებოდა ოპოზიციას, რომ რუსეთს 30 ვერცხლად არ ეყიდა უკრაინის ევროპული მომავალი((( მგონი ამერიკამ დააგვიანა(((

უკრაინელი კი არა რუსი ოლიგარქების ანგარიშები უნდა შეამოწმონ! ვინ ეკითხება უკრაინელ ოლიგარქებს, ეგენი ყველა რუსულ ფულზე არიან მიბმულები.

არ ვიცი, კარგს არაფერს ველი(((

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულთა კავშირად გადაიქცა))))))))", - წერს ნინო ნადირაძე.

გუშინ "ბერკუტის" შტურმის მოლოდინში მომიტინგეები დამოუკიდებლობის მოედანსა და კრეშატიკზე აღმართულ ბარიკადებს მთელი ღამის განმავლობაში ამაგრებდნენ, თუმცა შტურმი არ ყოფილა.

დილით დემონსტრანტების რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა ამ დროისთვის მათი რიცხვი ისევ იზრდება.

კიევში ვითარება უკიდურესად ბოლო ორი დღის განმავლობაში დაიძაბა. ოფიციალური მონაცემებით, "ბერკუტისა" და აქციის მონაწილეების დაპირისპირებას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა ასობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

იხილეთ ასევე: 29 ტრაგიკული კადრი: როგორ იქცა კიევი ომის ზონად (+29 ფოტო)

LIVE: გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები აღმართეს

როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს