"ასე ნადგურდება ძვირფასი ქონება" - რა ხდება პარლამენტის უკანა ეზოში (+ 8 ფოტო)

"ასე ნადგურდება ძვირფასი ქონება" - რა ხდება პარლამენტის უკანა ეზოში (+ 8 ფოტო)

"ნაციონალების" წევრი გოგა ხაჩიძე Facebook-ზე პარლამენტის შენობის უკანა ეზოში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. მისი თქმით, შენობის უკან "არაპომპეზური" და "მომჭირნე" ხელისუფლების პირობებში, ძვირადღირებული სამშენებლო მასალა ილეწება.

"ეს, პარლამენტის უკანა ეზოა.

აი, ასე ყრია და ნადგურდება ძვირფასი ქონება, უუნარო, თუმცა "არაპომპეზური" და "მომჭირნე" ხელისუფლების ხელში.

კარგი, გასაგებია რომ პარლამენტის გადატანა გინდა, მაგრამ შე (რამ გამახსენა დათო ტურაშვილი) ოჯახ-აშენებულო, ეს ხომ ქონებაა, ფული ხომ გადახდილია, ხომ გვჭირდება?!...

ჯერ იყო და პარლამენტის წინა შესასვლელის ფილები დაიმსხვრა და განადგურდა მანქანების სიარულით, ახლა ეს ძვირფასი მასალა ილეწება", - წერს გოგა ხაჩიძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო