"არ არის გამორიცხული, რუსებმა გორი-თბილისის ტრასაზე გაგვივლონ ღობე" - ხიფათები, რისკები, ანალიზი

"არ არის გამორიცხული, რუსებმა გორი-თბილისის ტრასაზე გაგვივლონ ღობე" - ხიფათები, რისკები, ანალიზი

ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ფი­ლიპ ლე­ფო­რი ცხინ­ვალ­ში იყო ჩა­სუ­ლი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე-­ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვს შეხ­ვდა. ოსურ­მა და რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ლე­ფო­რის აზ­რით, სამ­ხრეთ ოსე­თის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი, რეს­პუბ­ლი­კის ხალ­ხის მი­ერ დი­დი ხა­ნი­ა, გან­საზღ­ვრუ­ლი­ა. რო­გორც ჩანს, რუ­სებ­მა და ოსებ­მა არარ­სე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­სურ­ვე­ლად გა­ა­სა­ღეს, რად­გან მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფი­ლიპ ლე­ფორ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ეჭ­ვი არა­ვის უნ­და ეპა­რე­ბო­დეს. ექ­სპერტ მა­მუ­კა არ­ეში­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ თე­მით და­ვიწყ­ეთ:

- და­სავ­ლეთს ნამ­დვი­ლად არ აძ­ლევს ხელს დღეს პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა, რად­გან ეს რუ­სე­თის­თვის კო­ჭის გა­გო­რე­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბო­და, არა­და, შექმ­ნი­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად სხვა სუ­რათს აჩ­ვე­ნებს. და­სავ­ლე­თი აშ­კა­რად არ ცდი­ლობს რუ­სე­თის გუ­ლის მო­გე­ბას. მე­ტიც, ვი­ცი, რომ აშშ და ევ­რო­პის რი­გი ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აღი­ა­რე­ბა არ მოხ­დეს. ამის ბო­ლო მა­გა­ლი­თი იყო ის, რომ სან­-მა­რი­ნოს სო­ცი­ა­ლის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და აფ­ხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ცნო­ბა, მაგ­რამ იქ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რივ­ნენ სხვა­დას­ხვა ევ­როს­ტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეს აღი­ა­რე­ბა არ მოხ­და.

- ამ ცო­ტა ხნის წინ ეს­ტო­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყოფ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა და­სავ­ლეთს 2008 წლის აპ­რილ­ში ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ახ­სე­ნა და გა­ნაცხ­ა­და: "ჯა­დოს­ნუ­რი სიტყ­ვა MAP-ი, რაც ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის იმა­ზე უფ­რო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში­ა, გახ­და სიმ­ბო­ლო პა­სუ­ხი­სა შე­კითხ­ვა­ზე: სჭირ­დე­ბა თუ არა თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს სა­ქარ­თვე­ლო? ას­რუ­ლებს თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო და­პი­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნა­ტოს წევ­რი?"

- ამ გან­ცხა­დე­ბით უსუ­ფაშ­ვილ­მა დასა­ვლეთს მი­ა­ნიშ­ნა იმა­ზე, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა, და­სავ­ლე­თი დი­დად არ ჩქა­რობს ჩვენს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას და არც რუ­სე­თის მი­მართ არის აქ­ტი­უ­რი. უსუ­ფაშ­ვი­ლის პო­ზი­ცია სავ­სე­ბით სწო­რი­ა, თუმ­ცა ხში­რად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის სი­სუს­ტეც ჩანს. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი იყო და სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებს, ჩვენს პრობ­ლე­მებ­ზე თვა­ლი და­ე­ხუ­ჭათ. მე­ო­რე მხრივ, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაც მრჩე­ბა, რომ და­სავ­ლეთს ზო­გა­დად ძა­ლი­ა­ნაც უნ­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის დაჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ ამას თვით და­სავ­ლეთ­ში­ვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლე­ბი ამუხ­რუ­ჭე­ბენ. აშ­კა­რად ჩანს, რომ საფ­რან­გე­თი ბევ­რად უფ­რო აქ­ტი­უ­რია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ვიდ­რე იყო. ხომ ვი­ცით, რომ თა­ვის დრო­ზე ამ პრო­ცესს ყვე­ლა­ზე მე­ტად ხელს საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია უშ­ლიდ­ნენ. დღეს საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია აშ­კა­რად შეც­ვლი­ლი­ა, თუმ­ცა გერ­მა­ნია იმა­ვე აზ­რზე რჩე­ბა, არა­და, გერ­მა­ნია არის ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ქვე­ყა­ნა. უნ­და ითქვას, გერ­მა­ნი­ი­სა და რე­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად უც­ნა­უ­რი­ა, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ უკ­რა­ი­ნა იხი­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის რი­გებ­ში, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ სა­კითხ­ებ­შიც აგ­რძე­ლებს. რო­გორც ჩანს, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ რუ­სე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­ბა­ლან­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა და ლი­დე­რის პო­ზიცია ევ­რო­კავშირ­ში არ და­კარ­გოს. ის, რა თქმა უნ­და, არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ლი­დე­რი, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის, მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნე­თის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლია მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბა. მოკ­ლედ, უა­მ­რა­ვი ქვე­და დი­ნე­ბა­ა, სწო­რედ ამი­ტომ ვითხ­ოვთ, რომ ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მუ­შა­ო­ბა იყოს უფ­რო აქ­ტი­უ­რი. კარ­გა ხა­ნი­ა, ვამ­ბობ, რომ სა­ჭი­როა ევ­რო­პა­ში შე­იქ­მნას ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხ­ის მუდ­მი­ვი აქ­ტუ­ალი­ზა­ცი­ით იქ­ნე­ბი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის­თვის არა­ფერს აკე­თებს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და რო­გორ იმოქ­მე­დებს იქ პრო­ცე­სე­ბის ეს­კა­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

- ყვე­ლას­თვის ცხა­დი­ა, რომ დღეს უკ­რა­ი­ნა­ში და­სავ­ლე­თი და რუ­სე­თი უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ იქ უკან დაბ­რუ­ნე­ბის წერ­ტი­ლი უკ­ვე გავ­ლი­ლია და პრო­ცე­სე­ბის შე­ჩე­რება ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა. დღეს აქ­ცი­ე­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეც რომ და­ი­ჭი­რონ, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მა­ინც ვე­ღარ შე­ჩერ­დე­ბა. თა­ნაც და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის ერ­თმა­ნე­თის მი­უ­ღებ­ლო­ბა დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. ბევ­რი მძი­მედ და­შავ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ არა­ვინ და­ღუ­პუ­ლა. მხა­რე­ებს ცეცხ­ლსას­რო­ლი ია­რა­ღი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ყე­ნეს უკ­ვე. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ოპო­ზი­ცი­ა, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მა­ი­დანს, ლა­მის თა­მაშ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, სი­ტუ­ა­ცი­ას კი ფლო­ბენ ულ­ტრა­ნა­ცი­ო­ნალი­სტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს პრო­ცე­სი ღრმად წა­ვა და უკ­რა­ი­ნას სიმ­შვი­დე კარ­გა ხანს არ ეღირ­სე­ბა, თუ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გა დათ­მო­ბე­ბის­კენ. უკ­ვე სა­მოქ­ალა­ქო ომ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, ამას აქვს სა­ფუძ­ვე­ლი. ვი­ცი, რომ და­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ­ უკ­რ­აი­ნის რიგ რა­ი­ო­ნებ­ში ამის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. არ არის ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­შიც, მო­მი­ტინ­გე­ებს ბევ­რი ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო შე­უ­ერთ­და. მა­გა­ლი­თად, ის ოფიც­რე­ბი, რო­მელ­თაც კო­სო­ვო­სა და ერაყ­ში მი­ი­ღეს სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბულ საფ­რთხე­ებს?

- უკ­რა­ი­ნა­სა­ვით რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რად ნამ­დვი­ლად არ ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას ჩვენ­ზე სამ­ხედ­რო-­პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის არა­ერ­თი ბერ­კე­ტი აქვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ, ამ მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ამან უფ­რო მას­შტა­ბუ­რი სა­ხე მი­ი­ღოს, მა­გა­ლი­თად, სო­ფელ ორ­ჭო­სან­თან გო­რი-­თბი­ლი­სის ტრა­სა­ზე გაგ­ვივ­ლონ ღო­ბე. ასე­ვე არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, არე­უ­ლო­ბის მოწყ­ო­ბას სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც შე­ეცად­ონ. მოკ­ლედ, ხი­ფა­თე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი უამ­რა­ვი­ა, სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ ეს ხი­ფა­თე­ბი და რის­კე­ბი მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად გვაქვს შეს­წავ­ლი­ლი, არა­და, ამას სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა, სა­დაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და მდგო­მა­რე­ო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან. აზერ­ბა­ი­ჯან­საც და სომ­ხეთ­საც აქვთ ასე­თი ცენ­ტრე­ბი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ რუ­სეთ­ზე. ჩვენ­თან ერ­თა­დერ­თი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი შს სამინისტროშია, იქაც გა­რე­შე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ლა­პა­რა­კი, რბი­ლად რომ ვთქვათ, არ უყ­ვართ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?