"ზონდერებს ნაციონალობა და ეთნოსი არ გააჩნიათ" - ლალი მოროშკინა ხალხს პოლიტკორექტულობისკენ მოუწოდებს

"ზონდერებს ნაციონალობა და ეთნოსი არ გააჩნიათ" - ლალი მოროშკინა ხალხს პოლიტკორექტულობისკენ მოუწოდებს

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას პოლიტკორექტულობისკენ!

არც ბერკუტი, არც იანუკოვიჩი და არც ჟირინოვსკი არ არის - რუსი ხალხი!

ზონდერებს ნაციონალობა და ეთნოსი არ გააჩნიათ.

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში რუსი ინტელიგენცია, მოსახლეობის დიდი ნაწილი უთანაგრძნობდა და ახლაც უთანაგრძნობს ალმოდებულ კიევს.

ერთ-ერთი პირველი დაღუპული მეიდანზე სომეხია - ის უკრაინის დამოუკიდებლობას შეეწირა!

ჩვენი ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყოველ წამს სჩადიან გმირობას და გრუშევსკიდან ცხელ-ცხელ ინფორმაციებს გვაწვდიან-ისინი ქართველები არიან!

ჩვენც ცხრა წელი გვარბევდნენ, გვხვრეტდნენ და გვავიწროვებდნენ და ისინიც ქართველები იყვნენ.

ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გურამ შარაძე, ზურაბ ჟვანია, ბიჭები.....

ვინ აწამა ქრისტე?

ურჯულოებას რჯული არ აქვს!...

... ჩვენ კი მაშინ ფოთოლს გავუფრთხილდით, რომლითაც ზოგიერთებმა საკუთარი მანკიერება დაიფარეს!

საღოლ უკრაინელებო!

აი თურმე როგორ უნდა გვებრძოლა!!!

კარგად მახსოვს 2009 წლის 9აპრილის მიტინგი, როცა უნიჭო, ურეიტინგო ოპოზიციონერები იმით ყელყელაობდნენ, რომ თურმე იმდენად ევროპულად გაწონასწორებულები არიან, რომ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან! სწორედ ეს "გაწონასწორებულები" ბედის უკუღმართობით სხედან პალამენტში და ადგილს და ჰაერს აფუჭებენ!!!

ზუსტად უკრაინის მთავრობისეული რიტორიკა ჰქოდათ ნაცებს 7 ნოემბერსაც, 9-შიც, და 26 მაისსაც, რომ ქუჩაში მოხულიგნო ელემენტები და რუსეთის აგენტები არიან, ახლა კი იგივე ხალხი რუსთაველზე უკრაინის დემოკრატიაზე სახეებს იხოკავენ...

არ ვართ ჩვენ კაი ხალხი...

ახლა ვუსმენ კლიჩკოს და სხვა ნაღდი ოპოზიციის ნაღდ ლიდერებს:

- "სიკვდილზე მივდივართ და მზად ვართო!"

ვუყურებ უკრაინელ ხალხს, რომელიც იარაღდება"დუბინკებით" და იმოსებიან "ბუშლატებში", იხურავენ "კასკებს" და თეთრი შურით მშურს!!!

ჩვენ კი მაშინ ფოთოლს გავუფრთხილდით, რომლითაც ზოგიერთებმა საკუთარი მანკიერება დაიფარეს!

ახია ჩვენ!

პატივისცემით, ლ.მ.", - წერს მოროშკინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს