ქალმა სამი ტყუპი გააჩინა

 ქალმა სამი ტყუპი გააჩინა

კალიფორნიაში მცხოვრები 42 წლის ეპრილ დული მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი დედაა - მან სამი ტყუპი გააჩინა. ბავშვები ბუნებრივი გზით ჩაისახნენ. ეპრილს 3 იდენტური ვაჟი შეეძინა, რაც იშვიათობაა.

მშობლები ამბობენ, რომ 4 შვილი ოჯახისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა - ტყუპებს უფროსი დაიკო ჰყავთ. განსაკუთრებით ბედნიერია ტყუპების მამა, ბრედი, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეში 3 ვაჟი შეეძინებოდა.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ 3 ტყუპზე ვიყავი ფეხმძიმედ", - ამბობს ეპრილი.

როგორც გინეკოლოგი ამბობს, ტყუპები 6 კვირით ადრე დაიბადნენ; ერთ ჩვილს კუჭ-ნაწლავზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საბედნიეროდ, დღეს პატარები ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ. მშობლებმა ვაჟებს: პატრიკი, ოუვენი და ლიამი დაარქვეს.

მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს