უკრაინის რადა საპროტესტო აქციების გამართვის წესების შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს

უკრაინის რადა საპროტესტო აქციების გამართვის წესების შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, 28 იანვარს დანიშნულ უმაღლესი რადას საგანგებო სხდომაზე, დეპუტატები 16 იანვარს მიღებულ კანონებში ცვლილებებს შეიტანენ. ინფორმაციას სააგენტო Unian-ი ავრცელებს.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ოპოზიციასთან შეთანხმების თანახმად, ექსპერტები კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე მუშაობენ და ეს ცვლილებები რადას საგანგებო სხდომაზე განიხილება.

16 იანვარს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, განხილვის გარეშე, ხელის აწევით მიიღო კანონები, რომლის თანახმადაც, საპროტესტო აქციების გამართვის წესები გამკაცრდა. მიღებული კანონების ძალაში შესვლის შემდეგ, 19 იანვარს, კიევში დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგაც 5 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. დაპირისპირება აქტივისტებსა და ძალოვანებს შორის ამ დრომდე გრძელდება.

მომზადებულია Unian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა