წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" განახლებული ფილიალი ბახტრიონის 16 ნომერში გაიხსნა

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" განახლებული ფილიალი ბახტრიონის 16 ნომერში გაიხსნა

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" განახლებული ფილიალი ბახტრიონის 16 ნომერში გაიხსნა.

საფირმო ტკბილეულის დეგუსტაცია, საბავშვო გასართობი პროგრამა, კლასიკური მუსიკა და წამახალისებელი ლატარიის გათამაშება - "ბიბლუსმა" პრეზენტაციაზე მისულ მომხმარებელს უამრავი გასართობი დაახვედრა.

განახლებული ფილიალის გახსნაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის "ბიბლუსის" ერთგული მკითხველები. პრეზენტაციაზე წამახალისებელ ლატარიაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად "ბიბლუსის" რჩეული წიგნები გადაეცათ.

"ჩვენი მაღაზია ბახტრიონის 12 ნომერში იყო და მას უამრავი მომხმარებელი ჰყავდა, რომელიც დღეს უკვე ახალ მაღაზიაში ბახტრიონის 16 ნომერში, მოვიწვიეთ. ძალიან გვიხარია რომ დიდი აქტივობა იყო და ბევრი ხალხი მოვიდა. ეს ფილიალი სხვა მაღაზიებისგან იმით განსხვავდება, რომ გვაქვს პატარა სამკითხველო კუთხე, სადაც მომხმარებელს შეუძლია წიგნის შერჩევის შემდეგ არომატული ყავა მიირთვას. ასევე აქ არის პატარებისთვის გასართობი კუთხე, სადაც მშობლებთან ერთად პატარა მომხმარებლებს ველოდებით და იმედი გვაქვს შეეჩვევიან ამ ადგილს. ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა იმიტომ რომ ბევრი ერთგული მომხმარებელი მოვიდა და ახალი მომხმარებლებიც შევიძინეთ. იმედი მაქვს, რომ ეს სტარტი ძალიან კარგად გაგრძელდება", - განაცხადა "ბიბლუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა დგებუაძემ.

"ბიბლუსი" დღეიდან თავის მომხმარებელს ბახტრიონის 16 ნომერშიც ელის, სადაც მათ სამკითხველო კუთხე და ბავშვების გასართობი ადგილი დახვდებათ.

იხილეთ ვიდეო

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს