როდის სურთ თქვენი მოკვლა ან თქვენთან სექსი?

როდის სურთ თქვენი მოკვლა ან თქვენთან სექსი?

დასავლურ ფსიქოლოგიურ სკოლებში აქტიურად საუბრობენ ე.წ. "სხეულის ენაზე", რომელიც ზედმიწევნით გასათვალისწინებელია საჯარო პირებისთვის და არა მარტო მათთვის.

როგორ დადიხართ, როგორ დგახართ ან როგორ ზიხართ, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სახის გამომეტყველება და მიმიკები - ეს ყველაფერი არის არავერბალური სიგნალები, რომელსაც თქვენს ირგვლივ მდგომი ადამიანები, ხან გაცნობიერებულად, ხანაც გაუცნობიერებლად პირდაპირ აღიქვამენ და ეს ინფორმაცია დიდი ხანი ინახება მათ გონებაში.

როცა ჩვენ უცხო ადამიანს პირველად ვხედავთ, 100 მილიარდი ნერვული უჯრედი აქტივირდება. ადამიანის ავტომატური სკანერი, რომელიც ტვინშია მოთავსებული, იღებს უცხო პიროვნებიდან ინფორმაციას, ასკანერებს და ინახავს რომელიმე ტვინის "უჯრაში". დაახლოებით 150 მილიწამის განმავლობაში გრძელდება სკანირების პროცესი და პირველად დგინდება, არის თუ არა ის ადამიანი სიმპათიური ჩვენთვის. შემდეგ კი, თუ ეს პროცესი ზედმეტად ეგოისტურად განვითარდა, ხშირად ისმის შინაგანი კითხვა - ეს ადამიანი არც ისე ცუდი ყოფილა, როგორადაც მაშინ ვფიქრობდი.

ერთ-ერთი ფსიქოლოგის მოსაზრება ასეთია: თუ ადამიანი 6 წამზე მეტხანს გიყურებს თვალებში, მას თქვენი ან მოკვლა სურს, ან თქვენთან სექსი.

სხეულის ენის მნიშვნელობის პირველი ყველაზე მარტივი მაგალითია, თუ რა გავლენა აქვს ღიმილს, ნამდვილია თუ ე.წ. ყალბი ღიმილი, ან რა განსხვავებაა მათ შორის.

ადამიანის ნამდვილი ღიმილი იწყება თვალებიდან და გრძელდება ტუჩებით, რაც უფრო მეტი ნაოჭია ადამიანის თვალების ირგვლივ, მით უფრო ნატურალურია მისი ღიმილი.

არაბუნებრივ ღიმილი მხოლოდ გაღებული პირით შეიმჩნევა. მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ სიცილი ამარტივებს კონტაქტებს, კარიერაში წინსვლას და, უბრალოდ, შენ თვითონ გაძლევს უფრო მეტ დადებით ენერგია.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია