სოჭში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

სოჭში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

სოჭში ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უპატრონო ძაღლებს დახოცავენ. ამისთვის სპეციალური კომპანია დაიქირავეს, რომელიც საწამლავსა და ხაფანგებს გამოიყენებს მაწანწალა ძაღლებისგან ქალაქის გასათავისუფლებლად. ეს მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში ქალაქში ტურისტები და ოლიმპიადის მონაწილეები ჩამოვლენ. ინფორმაციამ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

"წარმოიდგინეთ, ოლიმპიური თამაშების დროს მოთხილამურე გადმოხტა და დიდი სისწრაფით დაეშვა, ამ დროს კი ძაღლი მის წინ დარბის. ეს სასიკვდილო იქნება როგორც ცხოველისთვის, ასევე მონაწილისთვის. საჭიროა, ადამიანებმა ქუჩებში შიშის გარეშე იმოძრაონ და არ ჰქონდეთ განცდა, რომ ძაღლების გუნდი თავს დაესხმება. მოდით, ამ ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი დავარქვათ. ეს ძაღლები ბიოლოგიური ნარჩენები არიან", - განაცხადა კომპანია Basia Services-ის ხელმძღვანელმა ალექსეი სოროკინმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია ABC News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს