ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ

ოკუპირებული ტერიტორიები არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში ვიზიტის დასასრულს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატს, რომელიც საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომაა, ევროკავშირი და აშშ-ი მიესალმებიან.

"წინა ხელისუფლების რადიკალური მიდგომა რუსეთთან მიმართებაში აბსოლუტურად დამაზიანებელი იყო. ევროპელი ლიდერები ამას წუხილით იხსენებენ. მათგან გვაქვს რუსეთთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის სრული მოწონება და ისინი მხარს უჭერენ ჩვენს მიდგომას. რუსეთმაც დაიწყო კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის დავრჩებით პრინციპულები მთავარი საკითხში – ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ და რუსეთი უნდა შევთანხმდეთ. ამ მოლაპარაკებაში რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის და აშშ-ის როლს და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა