დაუნდობელი და კაცის მკვლელი მოზარდები - რამ აღაშფოთა ეკა კვალიაშვილი

დაუნდობელი და კაცის მკვლელი მოზარდები - რამ აღაშფოთა ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ქართველი მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობით შეშფოთებულია. მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რეალურ ფაქტებს აღწერს და მოზარდების დანაშაულზე პასუხიმგებლობას მათ მშობლებს აკისრებს.

"გუშინ საღამოს, თემქაზე, გურამიშვილის ქუჩაზე, ასეთი ფაქტი მოხდა. ქუჩაში იდგნენ პატარა, ასე გარდატეხის ასაკის ბავშვები, ბიჭები, გვერდზე ედგნენ მამები და ტკბილად ბაასობდნენ, ამ დროს, ამ ბავშვებმა დაიჭირეს პატარა ლეკვი, გაუღეს პირი და ჩაუტენეს ბობაჩკა, დაუკეტეს და დაელოდნენ, სანამ პირში აუფეთქდა ამ საცოდავ პატარას ეს ბომბი, მერე მეორე და ასე რამოდენიმე ბომბი აუფეთქეს პირში, ხალხო გესმიით? მამები, გვერდზე ედგნენ და იცინოდნენ და ამ ნაბიჭვარ, უჯიშო ბავშვებს საქციელს უქებდნენ და აქეზებდნენ, და რა გიკვირთ, რომ ასეთი მამის გაზრდილებმა, მომავალში საშინელება ადამიანს გაუკეთონ, ვერ შედგებიან კაცებად ვერა და თავისზე სუსტს დაჩაგრავენ და იკაიფებენ ამაზე, რადგან ვიღაცას მოერივნენ და ამით დაიკმაყოფილებენ უბადრუკ სულს, უჯიშოს და მახინჯს!!! ამას მანიაკალური გადახრა ეწოდება... დაუნდობლები და კაცის მკვლელ მანიაკებად გადაიქცევიან, ღმერთმა არ დაუშვას ასეთი რამ ამ პატარა ქვეყანაში, რომელთაც არ გააჩნიათ გულმოწყალება, სიბრალული, და ელემენტალური ღვთის მოშიშობა და ეს არაა პირველი ფაქტი, ხილიანზე, პატარა საყვარელი ლეკვი ასეთივე ნაბიჭვრებმა, აიყვანეს მე 10 სართულზე და გადმოაგდეს და ასეთი მაგალითები ბევრია, ბევრიი და გაფრთხილდით, ხვალ, რომ ნაგავი მშობლის ნაგავი შვილები, საოცრებაზე წამსვლელები იქნებიან, არ გაგიკვირდეთ. რა კაცები უნდა გაიზარდონ ამათგან.... ფუუ, აღარ მინდა, მართლა აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ყოველდღე გული მიკვდება, ისეთი დაუნდობლობები მესმის, აგერ, 16 წლის გოგო კლასელმა გააუპატიურა და მოკლა ხალხო. ამაზეა სუბარი!!! სკოლის ლაწირაკები ტიპობენ და ერთმანეთს აღარ ინდობენ, სახლში დეგენერატი მამები ყავთ და ალბად მიდი შვილოო, ვაჟკაცი ხარო ეუბნება. თითონ კაცები არ არიან, რა არის ვაჟკაცობა, არ იციან და რა უნდა ასწავლონ თავის ანასხლეტებს. ფუ, როგორ მინდა სადმე წააწყდეს ჩემს წერილს, რომელიმე გუშინდელი ფაქტის და არაკაცობის გამკეთებლის, წამქეზებელი მშობელი, მამა, იქნებ დაფიქრდეს და რაღაც შეიცვალოს მათში (ძალიან ეჭვი მეპარება), იქნებ დაინახონ, რა დღეში ჩავარდებიან ხვალ თავადვე, როდესაც თავისი აღზრდის ნაყოფს მწარედ ანთხევინებენ თავისივე შვილები!", - წერს კვალიაშვილი.

იხილეთ ასევე: ლალი მოროშკინას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს