"ირ­მა ნა­დი­რაშ­ვილს არ ვუ­სურ­ვებ, რო­გორც მე მატ­კი­ნა გუ­ლი, ასე­თი რამ თა­ვა­დაც გა­მო­ცა­დოს"

"ირ­მა ნა­დი­რაშ­ვილს არ ვუ­სურ­ვებ, რო­გორც მე მატ­კი­ნა გუ­ლი, ასე­თი რამ თა­ვა­დაც გა­მო­ცა­დოს"

მომ­ღე­რა­ლი ნი­ნი ქარ­სე­ლა­ძე უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. ნი­ნის კარ­გა ხა­ნია მსმე­ნე­ლის­თვის ახა­ლი კლი­პი და სიმ­ღე­რა არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ა, თუ რას აპი­რებს სა­მო­მავ­ლოდ, ამას ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ.

-  რამ­დე­ნი­მე წლის წინ ლონ­დონ­ში გა­ვემ­გზავ­რე ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სებ­ზე. ინ­გლი­სი­დან კი ჰო­ლან­დი­ა­ში გა­და­ვე­დი საცხ­ოვ­რებ­ლად. და­ვამ­თავ­რე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, მაქვს დიპ­ლო­მი. ღმერ­თმა ქნას, არ დამ­ჭირ­დეს იუ­რის­ტის პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ თუ დამ­ჭირ­დე­ბა, რა­ტო­მაც არა? სიმ­ღე­რა­ზე უა­რი არ მით­ქვამს, მაქვს ახა­ლი გეგ­მე­ბი, მაგ­რამ წი­ნას­წარ არ ვა­პი­რებ ამა­ზე ლა­პა­რაკს.

-  ნი­ნი, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში რა­ტომ აღარ ჩან­ხარ?

-  ამ ქვე­ყა­ნა­ში არაფ­რის კე­თე­ბას აღა­რა აქვს აზ­რი. თუ პო­ლი­ტი­კო­სი ხარ, შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს რა­ღაც პერ­სპექ­ტი­ვა. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს უფ­რო მე­ტი რე­სურ­სი აქვს, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უამ­რა­ვი კარ­გი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ, რად­გან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ერი ვართ, დი­დი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს, მაგ­რამ მგო­ნი­ა, რომ ეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. მომ­ღერ­ლე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო სიმ­ღე­რა­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი კონ­ცერ­ტე­ბი აღარ ტარ­დე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმი­ტო­მაც მი­დის საზღ­ვარ­გა­რეთ, რომ არ უნ­და პო­ლი­ტი­კა­ში იყოს ჩარ­თუ­ლი... გულ­და­საწყ­ვე­ტი­ა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?

-  შენ რა­ტომ წახ­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან?

-  მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც არა­ფერს მაკ­ლებს, მა­ინც მინ­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერს. უკ­ვე 22 წლის ვარ და ვინ­მე­ზე რა­ტომ უნ­და ვი­ყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი? რამ­დე­ნად გა­მი­მარ­თლებს, არ ვი­ცი, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებ, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მაქვს, გა­ვა­კე­თებ.

-  წი­ნა წლებ­ში არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და ქარ­თვე­ლი და უცხ­ო­ე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, რო­მელ­ზეც შენ არ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ, ეს რას მი­ვა­წე­როთ?

-  უცხ­ო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა (თა­ნაც წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე), რო­ცა ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი გყავს და­უ­საქ­მე­ბე­ლი, სწო­რი არ არის. იმ მომ­ღერ­ლე­ბის ჰო­ნო­რა­რის ნა­ხე­ვა­რი რომ გა­და­ე­ხა­დათ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, არა­ვინ წა­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გა­მო, მეც დაბ­ლო­კი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ოჯა­ხი მყავ­და. ვერ ვიტყ­ვი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ შო­უ­ბიზ­ნეს­ში საქ­მე უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­და, მა­შინ 10-15 მომ­ღე­რა­ლი მა­ინც ჩან­და და ახ­ლა ერ­თიც არ მე­გუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს. ჩემ­მა ოჯახ­მა ბევ­რი ზე­წო­ლა გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ღმერ­თი მა­ღა­ლია და ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­ძე­ლით.

-  ცო­ტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მათ­ქვე­ნი, თე­მურ ქარ­სე­ლა­ძე და­ა­კა­ვეს...

-  დი­ახ, ყველ­გან და­ი­წე­რა, ნი­ნი ქარ­სე­ლა­ძის მა­მა და­ი­ჭი­რე­სო. რო­ცა მა­მა პირ­ვე­ლად და­ა­კა­ვეს, ირ­მა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა - მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. მახ­სოვს, სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ირ­მა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ ეთერ­ში თუ­თი­ყუ­ში­ვით იმეორებდა: შე­გახ­სე­ნებთ, თე­მურ ქარ­სე­ლა­ძე პა­ტა­რა მომ­ღერ­ლის, ნი­ნი ქარ­სე­ლა­ძის მა­მა გახ­ლავ­თო. მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნე ის დღე და ვერ ვი­ვიწყ­ებ... თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით მივ­მარ­თავ ირ­მა ნა­დი­რაშ­ვილს - ღმერ­თი მა­ღა­ლია და რა­საც აკე­თებ, ბუ­მე­რან­გი­ვით უკან გიბ­რუნ­დე­ბა. არ ვუ­სურ­ვებ, რო­გორც მე მატ­კი­ნა გუ­ლი, ასე­თი რამ საკუთარ თავ­ზე გა­მო­ცა­დოს. ახ­ლაც რომ და­ა­კა­ვეს მა­მა, ყვე­ლამ ჩემ­ზე გა­ა­კე­თა აპე­ლი­რე­ბა, მაგ­რამ უკ­ვე დი­დი ვარ და ამის გა­მო არ გავ­ღი­ზი­ანებულვარ. რო­ცა რა­მე ხდე­ბა, რა თქმა უნ­და, ჟურ­ნა­ლის­ტმა უნ­და და­წე­როს, მაგ­რამ ყველ­გან ჩე­მი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა არაა სა­ჭი­რო. იფიქ­რონ თა­ვი­ანთ შვი­ლებ­ზე, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და მათ ჩემს ად­გილ­ზე? მე ვა­მა­ყობ მა­მა­ჩე­მით. ვინც მა­მა­ჩემ­ზე რა­მეს ამ­ბობს, იკითხ­ონ მისი გვარ­-სა­ხე­ლი და მიხ­ვდე­ბი­ან, რა ადა­მი­ან­ზეა ლა­პა­რა­კი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა წე­რონ და იკითხ­ონ, რაც უნ­დათ. მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი­ა.

-  ამ­ბო­ბენ, რომ ზაფ­ხულ­ში ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­საც მა­მის გა­მო და­უ­პი­რის­პირ­დი...

-  არ ვა­პი­რებ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს. ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც პრე­სა­ში მოჰ­ყვა. ეს იყო გა­უ­გებ­რო­ბა, რო­მე­ლიც წყნა­რად დას­რულ­და. ამას მე და ნა­ნუ­კა ერ­თად შე­ვეს­წა­რით და ამბავი ისე გა­მო­ი­ტა­ნეს, რო­გორც უნ­დო­დათ.

-  ვი­ცით, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, და­ო­ჯა­ხე­ბას ხომ არ გეგ­მავთ?

-  და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ჯერ არ ვფიქ­რობ. იმ­დე­ნად რთუ­ლია ცხოვ­რე­ბა, თუ ფეხ­ზე მყა­რად არ დგა­ხარ, არ უნ­და შექ­მნა ოჯა­ხი. სხვა­ნა­ი­რად შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ვა. მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სიყ­ვა­რუ­ლი ისე­თი გრძნო­ბა­ა, ყვე­ლამ უნ­და გა­მო­ცა­დოს.

ესაუბრა

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება