კოლუმბიაში შაკირას შემოქმედების აკრძალვას ითხოვენ

კოლუმბიაში შაკირას შემოქმედების აკრძალვას ითხოვენ

კოლუმბიაში, შესაძლოა, შაკირას კონცერტები და კლიპები აიკრძალოს. ადგილობრივი პოლიტიკოსები პოპშემსრულებელს ლესბოსური ურთიერთობებისა და მოწევის პროპაგანდაში ადანაშაულებენ.

ცნობილი კოლუმბიელი პოლიტიკოსის მარკო ფიდელ რამირესის განცხადებით, შაკირას შემოქმედება მოზარდი თაობისთვის სახიფათოა. მისი თქმით, მომღერალმა თავისი ბოლო კლიპით ლესბოსური სიყვარულის რეკლამა გასწია. კლიპში, სადაც შაკირა რიანასთან ერთად მონაწილეობს, ნახევრადშიშველი მომღერლები ერთმანეთს ეხვევიან და სიგარებს ეწევიან. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს სცენები ახალ თაობას მხოლოდ ცუდისკენ უბიძგებს.

"ჩვენი შაკირა ეროტიკულ ვიდეოში გადაიღეს, რომელიც სახიფათოა ბავშვებისთვის", - აცხადებს რამირესი და ეროვნული ტელევიზიის კომიტეტისგან კლიპის ჩვენების აკრძალვას, ასევე შაკირას რეპერტუარის ეთერიდან სრულად ამოღებას მოითხოვს.

თუ კოლუმბიელმა ჩინოვნიკებმა რამირესის მოთხოვნები გაითვალისწინეს, შაკირას სამშობლოში მუშაობა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება