ჰოლივუდი მსახიობებს გარეგნობას "ციფრული ოპერაციებით" უსწორებს

ჰოლივუდი მსახიობებს გარეგნობას "ციფრული ოპერაციებით" უსწორებს

ჰოლივუდში განსაკუთრებულ ტექნიკას იყენებენ, რომელიც მსახიობებს საშუალებას აძლევს, ეკრანზე გაცილებით გამხდრები და მაღლები ჩანდნენ, ვიდრე ცხოვრებაში არიან. ეს ტექნიკა, რომელსაც "ციფრული ოპერაცია" (digital surgery) დაარქვეს, პროგრამა Photoshop-ის კინემატოგრაფიულ ანალოგს წარმოადგენს და მას ფილმებსა და ტელეშოუებში იყენებენ.

როგორც ბრიტანულ გამოცემა The Daily Mail-ს კომპანია Hoax Films-ის თანამშრომელმა შეატყობინა, "ციფრული ოპერაციების" წყალობით, კინემატოგრაფისტები მსახიობების სხეულის ფორმას ცვლიან და მათი სახიდან ნაოჭებსა და დეფექტებს აცილებენ.

ასეთი ტექნიკის არსებობაში ჟურნალისტები მას შემდეგ დაეჭვდნენ, რაც ბრიტნი სპირსის ლას-ვეგასის შოუზე დოკუმენტური ფილმი ნახეს, სადაც 32 წლის ორი შვილის დედა გაცილებით უფრო დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე ცხოვრებაში და საკუთარი რეალურ სიმაღლეზე 7,5 სმ-ით მაღალი ჩანს.

კომპანია Lola Visual Effects, რომელიც ფილმების "უოლ-სტრიტის მგელი" და "უოლტერ მიტის წარმოუდგენელი ცხოვრების" შემქმნელია, ამ ტექნიკას იყენებდა, წერს გამოცემა ერთ-ერთ პროდუსერზე დაყრდნობით. ინფორმატორი გამოცემას მოუყვა, რომ ტექნიკა "მრუდე სარკესავით" მუშაობს, ნივთებს ათხელებს და აგრძელებს.

ჟურნალისტური გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ავსტრალიელმა ბლოგერმა აღნიშნა, რომ მსახიობი მარგო რობი ფილმ ”უოლ-სტრიტის მგელის" ერთ-ერთ ცენტრალურ სცენაში "არარეალურად მაღალია".

სტატიაში ნათქვამია, რომ 23 წლის მსახიობმა "ციფრული ოპერაციის" გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა - ის ქალებზე ზეწოლას ახდენს და მათ რეალურ ცხოვრებაში არარსებული იდეალური პროპორციების მიღწევას აიძულებს.

მომზადებულია The Daily Mail-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება