ვლადიმერ პუტინი - თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები ოლიმპიადის შემდეგაც გაგრძელდება

ვლადიმერ პუტინი - თბილისი-სოჭის მიმართულებით ფრენები ოლიმპიადის შემდეგაც გაგრძელდება

თბილისსა და სოჭს შორის პირდაპირი ავიარეისები სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც განხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, ოლიმპიადის მედიაცენტრში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ თბილისიდან სოჭში დაიწყო რეგულარული ფრენები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრაქტიკა ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ავიაკომპანია "აირზენამ" სოჭის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება 4 თებერვლიდან დაიწყო. სოჭის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება. მოსკოვის მიმართულებით კი ფრენებს "აირზენა" ყოველდღიურად ახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა