ექს-მინისტრ შაშკინის 10 შეკითხვა თავდაცვის სამინისტროს

ექს-მინისტრ შაშკინის 10 შეკითხვა თავდაცვის სამინისტროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქის" პირად გვერდზე" ამჟამინდელ მინისტრს, ირაკლი ალასანიას მიმართავს და თავდაცვის სამინისტროს 10 შეკითხვას უსვამს.

"1.რატომ არ გადადის ჯარი არანორმირებულ კვებაზე? ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში მინისტრმა განაცხადა ამის შესახებ.

2.სად არის ამერიკული ვერტმფრენები, რომელიც 2013 წელს უნდა ჩამოსულიყო?

3.სად არის ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა HAWK, რომელიც ასევე 2013 წელს უნდა ჩამოსულიყო?

4.რატომ გააჩერეთ ვარკეთილში სამხედრო ტრანსპორტის სერვის ცენტრის მშენებლობა?

5.რატომ არ მიდის 7 ახალი კორპუსის მშენებლობა სამხედრო ქალაქში?

6.რატომ ბანკროტდება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამკერვალო ფაბრიკა და უმუშევარი რჩება ასამდე ადამიანი?

7.რატომ არ იზრდება დაზღვევის პაკეტი, როგორც იყო დაპირებული?

8.რატომ არის გაჩერებული მუშაობა წვევამდელების ელექტრონულ ბაზაზე?

9.რატომ გაჩერდა თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა? რა, რუსეთმა დაგვიბრუნა ტერიტორიები და კეთილი მეზობელი გახდა?

10.რატომ გაჩერდა ახალი არსენალის მშენებლობა?

რეფორმატორთა კლუბი", - წერს შაშკინი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს