ნოე სულაბერიძემ სალომე ღვინიაშვილი აამღერა - ახალი მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

ნოე სულაბერიძემ სალომე ღვინიაშვილი აამღერა - ახალი მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

მას შემდეგ, რაც მეგაპროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითმა ჯგუფმა, შარშან, წარმატებით დაასრულა III სეზონი, კვლავაც ახალი მეგაპროექტის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მარტში "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქნელებისგან მაყურებელს "იმედის არხზე" "ორი ვარსკვლავის" სახით, როგორც გენერალური პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ამბობს, ძალიან მაგარი სანახაობა ელის. ამჯერად ცნობილი ქართველები არა ცეკვაში, არამედ სიმღერაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ნოე სულაბერიძე:

- ეს იქნება უმთავრესად დუეტების ბრძოლა, ანუ პროფესიონალი მომღერალები არამომღერალ ცნობილ ადამიანებთან ერთად დაწყვილდებიან და საკუთარ ძალებს სიმღერაში მოსინჯავენ. მოკლედ, პროექტში ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა ჩართული.

სულ 12 წყვილი იქნება და შესაბამისად, კონკურსიც 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პრინციპი ის არის, რომ ყოველ ტურში ვიღაც უნდა გავარდეს.

როგორც შევიტყვეთ, პროექტში პოპულარული მოდელი სალომე ღვინიაშვილიც მონაწილეობს:

სალომე ღვინიაშვილი: ნოე სულაბერიძე და ზოგადად, "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითი ჯგუფი ჩვენთვის ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს და ძალიან მიხარია, რომ ამ კონკურსში მეც მიმიწვიეს. უნდა ვიმღერო.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პირადად ნოესგან მიიღე?

- კი, ნოემ დამირეკა და პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, თავიდან დავფიქრდი და ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ, სიმღერა ჩემთვის უცხოა. საჯაროდ არასდროს მიმღერია და ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა სიმღერა ზოგადად ძალიან მიყვარს. მანქანაში, საჭესთან რომ ვზივარ, ჩემთვის სულ ვმღერი და გვერდით მაქანაში მსხდომნი გაკვირვებულები მიყურებენ ხოლმე. მოკლედ, გადავწყვიტე, გამერისკა და მონაწილეობა მიმეღო. რა თქმა უნდა, საინტერესო, ჩვენთვის უცხო პროექტია. ეს რისკი პასუხისმგებლობაც არის, რადგანაც ცოცხლად უნდა ვიმღერო, რაც ჩემთვის რთული იქნება, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან საინტერესო.

ჩემი მეწყვილე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მომღერალი გიორგი ჩიქოვანია, რომელიც "ვოისში" მონაწილეობდა და დარწმუნებული ვარ, კარგი დუეტი გამოგვივა. დანარჩენი მაყურებელზე იქნება დამოკიდებული. ძალიან ვეცდები, ჩემს გულშემატკივარს იმედები გავუმართლო. ხალხის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს, მათგან ბევრ ესემესს ველოდები...

- რა რეპერტუარის შესრულება მოგიწევთ?

- ყველანაირი ჟანრის სიმღერებია. სხვადასხვა ტურში სხვადასხვა ჟანრის ნამუშევარი უნდა შევთავაზოთ მაყურებელს, მაგრამ ყველანაირი სირთულითვის მზად ვარ. რადგან დავთანხმდი, მზად უნდა ვიყო. მოკლედ, ძალიან უნდა მოვინდომო...

- რა გითხრა მეუღლემ, ზურა ხიზანიშვილმა?

- ზურას აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ასეთ სიტუაცებში ერთად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებებს. როდესაც ვთქვი, ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და რა ვქნა-მეთქი? რა უნდა ქნა, უნდა იმღეროო. მისმა ამ ნათქვამმა მეტი სტიმული მომცა და გამათამამა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად გამოგივა და ამ ყველაფერს შევძლებ.

- შვილები რას გეუბნებიან?

- გაუხარდათ და სამივე გაფრთხილებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არ ინერვიულონ.

- მოსამზადებებლი ეტაპი უკვე დაწყებულია?

- კი, მუშაობა დავიწყეთ. დღეს უკვე ვიყავი რეპეტიციაზე. ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძეა... მთელი ჩემი ენერგია უნდა ჩავდო ამ საქმეში.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება