დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს

დავით ზალკალიანი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციაში ერთვება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ვილნიუსის სამიტის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან კრიზისების მართვის ოპერაციებში ჩართვის ხელშეკრულებას.

"საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც უნდა იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს", - აღნიშნა ზალკალიანმა.

როგორც ცნობილია, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზებას ქართული მხარე განიხილავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებს.

"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ, ქართული მხარე ვართ ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე