თეთრი სახლი იანუკოვიჩს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად

თეთრი სახლი იანუკოვიჩს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სიტუაციის ესკალაციის აღსაკვეთად

აშშ-ი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კერნიმ ვაშინგტონში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სიტუაციის ესკალაციისა და მაიდანზე გართულებული მდგომარეობის აღსაკვეთად.

"ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, დღესვე განაახლოს დიალოგი ოპოზიციის ლიდერებთან, რათა მოიძებნოს კონსენსუსის გზა უკრაინისთვის. ჩვენ შოკირებული ვართ ინფორმაციით ძალადობისა და მაიდნის მიმართულებით შეიარაღებული სპეცრაზმის გადაადგილების შესახებ. ვგმობთ ძალადობას ქუჩებში და გადამეტებული ძალის გამოყენებას ნებისმიერი მხრიდან. ძალის გამოყენებით კრიზისის გადაწყვეტა არ შეიძლება", - განაცხადა ჯეი კერნიმ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა