ვენესუელაში კიდევ ერთი სილამაზის დედოფალი მოკლეს

ვენესუელაში კიდევ ერთი სილამაზის დედოფალი მოკლეს

იანვარში მსოფლიო შეძრა ინფორმაციამ, ვენესუელაში 2004 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მონიკა სპირის მკვლელობის შესახებ - სამწუხაროდ, ტყვიას კიდევ ერთი სილამაზის დედოფალი ემსხვერპლა.

ვენესუელაში, კარაბობოს შტატის ქალაქ ვალენსიაში 22 წლის გენესის კარმონა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციის დროს მოკლეს. 22 წლის პროფესიონალი მოდელი და ვენესუელაში გამართული კონკურსის, "მის ტურიზმის" გამარჯვებული კარმონა უნივერსიტეტში მარკეტინგის სპეციალობას ეუფლებოდა. ამ შემზარავ ფოტოზე, რომელიც პრესამ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ სილამაზის დედოფალი მოტოციკლეტზე მჯდარი მამაკაცის მხარზე უმოძრაოდ წევს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

კარმონა შეიარაღებულ თავდამსხმელს ემსხვერპლა, რომელმაც ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გენესისი თავში დაჭრეს.

დემონსტრაციაზე 5 ადამიანი მოკლეს. ვენესუელის ოპოზიცია დაღუპულ და დაჭრილ ადამიანებზე პასუხისმგებლობას მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ძალებს აკისრებს.

მომზადებულია thetimes.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება