ძაღლებს ადამიანური ემოციები აღმოაჩდათ - მეცნიერებმა ძაღლისა და ადამიანის სიახლოვის მიზეზი იპოვეს

ძაღლებს ადამიანური ემოციები აღმოაჩდათ - მეცნიერებმა ძაღლისა და ადამიანის სიახლოვის მიზეზი იპოვეს

რატომ მიიჩნევენ ძაღლს ადამიანის ყველაზე ახლო მეგობრად? მეცნიერებმა ამ კითხვას ტვინების სკანირებისა და მათი შედარებითვი კვლევის შემდეგ მიაგნეს.

ყველაფერი ე.წ. "მეტყველების ცენტრის" დამსახურება ყოფილა, რომელიც ადამიანსა და მის ოთხფეხა მეგობარს ტვინის ერთსა და იმავე უბანზე აქვთ განლაგებული. ამ ცენტრს ორივე შემთხვევაში შეუძლია ხმის ტემბრის გარჩება, რომელიც სხვადასხვა ემოციით ნათქვამ ფრაზებს შეიცავს.

"კვლევებმა დაადასტურა, რომ ძაღლისა და ადამიანის ტვინში სოციალური ინფორმაციის გადამუშავება ერთნაირი მექანიზმით ხორციელდება. სწორედ ეს უწყობს ხელს ამ ორ "სახეობას" შორის მჭიდრო კომუნიკაციას" - აცხადებს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ატილა ანდიქსი.

მეცნიერებმა კვლევისთვის 200 ძაღლისა და ამდენივე ადამიანი ტვინის სკანირება ჩაატარეს. შეისწავლეს მათი იქტივობები, ხმები და მათგან გამოწვეული იმპულსები.

აღმოჩნდა, რომ ძაღლებმა იგივე ემოციები გამოხატეს, როგორი ემოციებით ნათქვამი ფრაზებიც მოისმინეს ადამიანებისგან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს