საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაცია აღიკვეთა

საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაცია აღიკვეთა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაცია აღკვეთა. სააგენტოს ცნობით, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა თბილისში, ვორონინის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან 130 კგ ხორცი ამოიღეს.

"ხორცს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელი სასაკლაოს გვერდის ავლით, ვეტერინარის ზედამხედველობის გარეშე არის დაკლული და, შესაბამისად, საეჭვოა მისი წარმომავლობა. გარდა ამისა, პირი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რის გამოც, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 64-ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 300 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ