სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი

სახლი ოპერის გვერდით - როგორ გამოიყურება ვიტალი კლიჩკოს საცხოვრებელი

უკრაინის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსების სახლებს გამოცემა korrespondent.net-მა სპეციალური სერია მიუძღვნა. გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში პარტია "უდარის" ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს სახლიც მოექცა.  

ვიტალი კლიჩკოს კიევური სახლი ოპერის გვერდით, ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, 225 კვ.მ სახლი, რომელშიც კლიჩკო თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სამსართულიანია და ის კლასიკურ სტილში 1901 წელსაა აშენებული.

კიევის ცენტრში გადმოსვლამდე,  კლიჩკო ხარკოვის მასივში ცხოვრობდა. მეგობრებმა მას ურჩიეს, დაინტერესებულიყო შენობით, რომელიც ოპერის გვერდით მდებარეობდა და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა.

"შევთანხმდით და ისტორიული ცნობარის  მიხედვით გავაკეთე მთლიანი სახლის ფასადის რემონტი, დავამონტაჟე ლიფტი, მოვაწყე მანსარდი. ამის გამო მივიღე კიევის ცენტრში ცხოვრების უფლება", - განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. მისი თქმით, შენობის რესტავრირება მას 1 მლნ დოლარი დაუჯდა.

წარმოგიდგენთ ფოტოებს კლიჩკოს საცხოვრებელი სახლიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: ძმები კლიჩკოების 3 შიშველი ფოტო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა