ვიტალი კლიჩკო უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას ითხოვს

ვიტალი კლიჩკო უკრაინაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას ითხოვს

პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უმაღლესმა რადამ უნდა დაავალოს უმაღლეს მთავარსარდალს გამოაცხადოს საყოველთაო მობილიზაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების გამო", - აცხადებს კლიჩკო.

გარდა ამისა, კლიჩკომ ოფიციალურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ტურჩინოვს და მოითხოვა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსული აგრესიის დაწყებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლის მოწვევა მოითხოვოს.

ასევე, კლიჩკო უმაღლესი რადას რიგგარეშე სესიის ჩატარებასაც ითხოვს, რომელზეც მისი აზრით, დეპუტატებმა ყირიმში ბაზირებულ შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით რუსულ-უკრაინული შეთანხმების დენონსაციის საკითხი უნდა განიხილონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა