"მომღერლების გარკვეულ რაოდენობას კლანი აქვს და იქ ვერავინ აღწევს" - ხატია სიჭინავა

"მომღერლების გარკვეულ რაოდენობას კლანი აქვს და იქ ვერავინ აღწევს" - ხატია სიჭინავა

ბოლო დროს ხატია სიჭინავასა და ნინა წკრიალაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ზოგადად, სკანდალების შესახებ ჟურნალისტები "ფეისბუქის" სრულიად გახსნილი სივრციდან ვიგებთ. ცნობილებიც, როგორც კი მათ თავს რაიმე სიახლეა, მაშინვე სოციალურ ქსელში პოსტავენ ხოლმე. მაგალითად, ასე შევიტყვეთ, რა პრეტენზია ჰქონდა სალომე გოგიაშვილს ნინასთან და ასევე ისიც, რომ "პროფილის" ჩაწერაზე ხატია სიჭინავას ნინა არ მიესალმა. შემდეგ იყო გამოხმაურებები საპირისპირო მხრიდან. ნინამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ტუჩისა და ცხვირის ოპერაციები აქვს მხოლოდ გაკეთებული და ცხვირის ოპერაცია ხატიასა და სალომესაც მოუხდებოდათ. მოკლედ, დაპირისპირებებმა რეალური ცხოვრებიდან ინტერნეტშიც გადაინაცვლა, თუმცა, როცა ხატია ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, მაშინ ინტრიგები ძალიან მალულად მიმდინარეობდა და არც ასეთი ცხადი იყო, როგორიც ახლა.

- ბოლო დროს ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდით. დაპირის-პირებების თემა "ფეისბუქზე" საჯარო გახდა. ადრე, როცა შენ შოუბიზნესის ჟურნალისტი იყავი, მაშინ როგორი ურთიერთობები იყო?

- ინტრიგები და ერთმანეთზე ჭორაობა სულ იყო და იქნება, რადგან ეს შოუბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ასეთია ამ სფეროს პოლიტიკა. 1998 წელს "რეზონანსში" დავიწყე მუშაობა და მაშინ რა "ფეისბუქზე" იყო ლაპარაკი. შეკითხვა "როგორ ხარ?" მაშინ აქტუალური იყო, რადგან მართლა აინტერესებდა ადამიანს, როგორ იყავი. ახლა ურთიერთობები გაუფასურდა. ყველაფერი ძალიან ხელმისაწვდომი და უბრალო გახდა. არ მომწონს ეს და ვისურვებდი უკან დაბრუ-ნებას, როცა ინტერნეტმანია საერთოდ არ იყო. კონცერტებზე მოსაწვევებით გვეპატიჟებოდნენ, ახლა "ფეისბუქით" გვიგზავნიან. სოციალური ქსელით გა-მოგზავნილ მოსაწვევს სერიოზულად ვერც აღვიქვამ. სოციალური ქსელი ჩემთვის უფრო გასართობი ადგილია. კომპიუტერი რომ გამიფუჭდა, ბევრი ფოტო, ვიდეო "ფეისბუქზე" მქონდა ატვირთული და ასე გადარჩა. "ფეისბუქი" პირადულია, მაგრამ ამ ქსელს არ ვიყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას ცუდი რამ დავუპოსტო ან გავლანძღო. ყველაფერი კარგი რომ ჰქონდეს, ასეთი არც მე ვარ და არც სხვა, ამიტომაც ცუდზე აქცენტის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია. დასაფასებელი იქ-ნება, თუკი კარგს გამოვარჩევთ და არა იმას, ვის დაუცდება ფეხი, რომ მერე ვუ-კირკიტოთ. მინდა, ჩემმა შვილებმა "ფეისბუქს" რაც შეიძლება გვიან გაუგონ გემო.

- ძველი დროიდან გახმაურებული დაპირისპირებიდან რა გახსოვს?

- სულ იყო ბრძოლა, ვიღაცას კონცერტში არ სვამდნენ, მაგრამ დღეს როგორც არის დაქსაქსული შოუბიზნესი, როცა მომღერლების გარკვეულ რაოდენობას კლანი აქვს და იქ ვერავინ აღწევს, ასე არ ყოფილა. ადრე იმას ამბობდნენ, ეს ვერ მღერისო და ამიტომ აკრიტიკებდნენ, ახლა კი ნიჭიერია თუ უნიჭო, მნიშვნელობა არ აქვს, მათ "სასტავში" მაინც ვერ ხვდებიან.

წლების წინ ამდენი მუსიკალური კონკურსი არ ტარდებოდა, ახლა კი თანდათან ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი კარგი მომღერალია ახალ თაობაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შოუბიზნესში მაინც ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ. რატომ არ შეიძლება, რომ მათთან ერთად სხვა ნიჭიერი ადამიანებიც იდგნენ სცენაზე, მართალი გითხრა, ვერ გავიგე. ალბათ, თვითონ მოუვლიან თავიანთ თავს, მაგრამ შუღლის გაღვივებას ინტერნეტსივრცე ძალიან უწყობს ხელს. იმდენი კარგი რამ ხდება ამ ცხოვრებაში, რომ ერთმანეთის კბენა, ღრენა და ერთმანეთის გარეგნობის ქილიკი არასერიოზულად მეჩვენება. შეიძლება, მომღერალს ერთი-ორი სიმღერა ჰქონდეს ჩაწერილი და თავი შემდგარი ეგონოს, მაგრამ მისი საქციელიდან ჩანდეს, რომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია.

- მომღერალი რომ არ მოგსალმებოდეს, ასეთი შემთხვევა ნინა წკრიალაშვილამდე თუ გახსოვს?

- არა, არ მახსოვს. "ფეისბუქზე" ვისაც ვყავარ დამატებული, ყველა ნახულობს, რომ ჩემი არც ერთი პოსტი არ არის აგრესიით დაწერილი. ნინას შესახებ პოსტიც არ შეიცავდა აგრესიას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუკი ვინმეს არ მოვწონვარ, პოლიტიკური სტატუსების გამო თუ პირადად და ამას ჩემთან გამოხატავს იმით, რომ არ მომესალმება, მეც გამათავისუფლებს ილუზიისგან, რომ ის ზრდილობიანია და ამიტომ მაინც მეუბნება სალამს. ძალიან კარგია, როცა პირად მტრობას გიცხადებენ, თუმცა ნინას 2001 წლიდან ვიცნობ, როცა "მატირეს" პრეზენტაცია გააკეთა. ძალიან ჩვეულებრივი, უბრალო, დადებითი პიროვნება იყო. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ვმეგობრობდით და ისიც გამიგია, როგორ სთხოვდა ხოლმე ჩემს მეგობრებს ჟურნალ "ოსკარიდან", იქნებ, თქვენმა ჟურნალისტმა ჩემგან ინტერვიუ აიღოსო. მერე რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, არ ვიცი, მაგრამ ახლა აგრესიული გახდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ნინამ იმხელა ტრაგედია გადაიტანა, რომ ამან ალბათ, მის ხასიათს დაღი დაასვა. ფაქტია, რომ რაღაცამ მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება