ყირიმელი თათრები უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ცოცხალ ფარად ჩადგნენ

ყირიმელი თათრები უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ცოცხალ ფარად ჩადგნენ

ყირიმელმა თათრებმა უკრაინელ სამხედროებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 1000-ზე მეტი ყირიმელი თათარი ამ მიზნით საზღვაო ქვეითი ბატალიონის მხარდასაჭერად ქერჩში შეიკრიბა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ სამხედრო ნაწილში მივიდნენ დღეს რუსი სამხედროები. მალე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე ყირიმელი თათრები მივიდნენ და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებსა და შეიარაღებულ პირებს შორის ცოცხალ ფარად ჩადგნენ.

"ამ გზით ყირიმელი თათრები ცდილობენ, არ დაუშვან პროვოკაცია და უკანონო მოქმედებები რუსი სამხედროების მხრიდან", - განაცხადეს პრესსამსახურში.

გარდა ამისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინის ეკლესიას მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი.

"პოლიტიკურ უთანხმოებებს კონფრონტაციებამდე და ადამიანთა დაყოფამდე მივყავართ, მათ შორის მათი, ვინც საერთო რწმენით არის დაკავშირებული. უკრაინა, როგორც ერთიანი სახელმწიფო, საფრთხის ქვეშ დგას. ეკლესია არ იკავებს ამა თუ იმ მხარეს პოლიტიკურ ბრძოლაში. ეკლესიის ვალია იზრუნოს მათზე, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ვინც დაცვას საჭიროებს და ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია.

ყველაფერს გავაკეთებ მათ დასარწმუნებლად, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი ჩემთვის ძვირფას უკრაინის მიწაზე. ღმერთმა შეაჩეროს ყოველი ხელი, რომელიც აღიმართება ტკივილისა და მწუხარების მოსატანად, ხოლო აკურთხოს ისინი, რომლებიც იცავენ მშვიდობას. ნუ დაუშვებს უფალი, რომ ძმამ ძმის წინააღმდეგ აღმართოს ხელი. დაე, ნუღარ იქნება მსხვერპლი უკრაინის მიწაზე. ამისთვის მხურვალე ლოცვას აღვავლენთ", – ნათქვამია პატრიარქ კირილის მიმართვაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა