ბათუმში მამაკაცი დანით დაჭრეს

ბათუმში მამაკაცი დანით დაჭრეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის ტელევიზიის მოპირდაპირედ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დანით დაჭრეს. დაჭრილი მოქალაქეებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტაქსით გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კიკაბიძემ განუცხადა, პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აქვს და ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მას ჭრილობები მუცლისა და ხერხემლის არეში აქვს მიყენებული.

დანაშაულში ეჭვმიტანილი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, სადაც სისხლიანი დანა, ქარქაში და ქუდია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ