ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მახლობლად რუსეთის სამხედრო ტექნიკა მატულობს

 ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მახლობლად რუსეთის სამხედრო ტექნიკა მატულობს

ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მახლობლად რუსეთის სამხედრო ტექნიკის მატება შეიმჩნევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის მატება რუსეთის ტერიტორიაზე, ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სახელმწიფო საზღვართან ახლოს შეინიშნება.

"უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან ორგანიზებული ჯგუფებისა და ცალკეული პირების შემოსვლის გამო, რომელთაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ექსტრემისტული ხასიათის ქმედებებში, სასაზღვრო სამსახური მკაცრ კონტროლსა და შესაბამის ზომებს ახორციელებს", - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა