მიშელ ობამამ ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე დააჯილდოვა

მიშელ ობამამ ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე დააჯილდოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის "ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოს" ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გახდა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსუდან გოცრიძე ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდოთი აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დააჯილდოვა.

"ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოვება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ, შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული მისი საქმიანობის აღიარება", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ყოველწლიურად ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.

2014 წლის ქალთა სიმამაცისთვის საერთაშორისო ჯილდო ასევე გადაეცა უკრაინელ მომღერალს და ევრომაიდნის აქტივისტს რუსლანას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია