დავით უსუფაშვილი- უკრაინა და საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდებიან

 დავით უსუფაშვილი- უკრაინა და საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს ისეთი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს, რომლითაც მტერი მათ ერთიანობას დაინახავს. როგორც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, თუ როდესმე ერთიანობა და ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას.

"ვაგრძელებთ განცხადებებს და ძალიან მძიმე თემას ვეხებით. უკრაინისთვის ყველაზე საუკეთესო დახმარება და საქართველოსთვის ყველაზე საუკეთესო მსახურება ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ ამ თემაზე ვიაროთ წინ. თუ როდესმე ერთიანობაა და ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას, საზოგადოებას. ამ შემთხვევაში უკრაინა-საქართველო გათავისებული გვაქვს როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პათოსით გავაგრძელებთ და ვივლით იქეთ, რომ სწორედ მოწინააღმდეგემ და მტერმა დაინახოს ჩვენი ერთიანობა იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დღეს პარლამენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა