უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე შეთანხმება მიღწეული არ არის

უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე შეთანხმება მიღწეული არ არის

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე შეთანხმება მიღწეული არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხზე მსჯელობა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, დღის ბოლოს გარკვეული საკითხები შეუთანხმებული რჩება.

"მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხზე, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ყველა საკითხი შეთანხმებული არ არის. ვფიქრობ, დღესვე უნდა გაიმართოს მსჯელობა რეზოლუციის პროექტის ტექსტზე და ხვალ, 16.00 საათზე რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა