ახალციხეში მცხოვრები 78 წლის თალიკო ყურმაშვილი, რომელსაც ოჯახი და სამართალდამცავები 3 მარტის შემდეგ ეძებდნენ, დღეს დილით, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის გვამს ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, საპატრულო პოლიციის ეკიპჟმა მიაგნო.
ცხედარი ახალციხის რაიონულ პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპეტიზა უტარდება. ადგილზე სამართალდამცავები და გარდაცვლილის ახლობლები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება შსს ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.
იხილეთ ვრცლად