ნოდიკო ტატიშვილის სამი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც რესტორნების ხარისხს განსაზღვრავს

ნოდიკო ტატიშვილის სამი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც რესტორნების ხარისხს განსაზღვრავს

ვაგრძელებთ რუბრიკას, სადაც ვარკვევთ, რომელი სალონების, სუპერმარკეტების, კაფე-ბარებისა თუ რესტორნების მომსახურებით სარგებლობენ ცნობილი ადამიანები და რას ანიჭებენ უპირატესობას. ამჯერად გადავწყვიტეთ, ნოდიკო ტატიშვილისა და ნანიკო ხაზარაძისთვის გვეკითხა, რომელ სუპერმარკეტებში იძენენ პროდუქციას და რომელ რესტორნებში სადილობისას რჩებიან კმაყოფილნი.

ნოდიკო ტატიშვილი:

- კაფე-ბარებისა თუ რესტორნების შეფასებისას ყოველთვის სამ კრიტერიუმს ვითვალისწინებ - კერძი, რომელიც ოფიციანტს მოაქვს, აუცილებლად უნდა იყოს ახალი პროდუქტებით მომზადებული და ეს უნდა ეტყობოდეს. რასაკვირველია, უნდა იყოს გემრიელი. ასევე მნიშვნელოვანია მომსახურება. მესამე კრიტერიუმია გარემო, რომელიც უნდა იყოს მყუდრო და კომფორტული. ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით შემიძლია, რამდენიმე ადგილი ჩამოგითვალო, რომლებიც სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.ზოგადად იტალიური სამზარეულოს მოყვარული ვარ. ხშირად ვსტუმრობ იტალიურ რესტორან ''ლოკალინოს'' და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ უფრო გემრიელი პასტა თუ პიცა თბილისში სხვაგან არსად გამისინჯავს. თუკი ქართული კერძები მინდა, მაშინ, პირველ რიგში, ''ქართულ სახლს'' მივაშურებ ხოლმე. ძალიან კარგი მომსახურება აქვს და ამ რესტორანს 5-ქულიანი სისტემიდან ამ მხრივ ხუთივე ქულას მივანიჭებდი. უგემრიელესი კერძებია და თანაც, ფართო არჩევანი. გარდა ამისა, ძალიან კულტურული გარემოა. მომწონს ასევე ''მეტეხის ჩრდილში'' და ამ რესტორანსაც ხშირად ვსტუმრობ.

- ჩინური სამზარეულო თუ გიყვარს?

- იტალიურზე მეტად არა, მაგრამ მიყვარს და დავდივარ ორ რესტორანში - ''ახალ აზიაში'', რომელიც კონსერვატორიასთან მდებარეობს და ''პიკასოში''. თუ ''ლაფშა'' მინდა, მაშინ ''პიკასოში'' მივდივარ, დანარჩენი ჩინური კერძები კი ''ახალ აზიაში'' უფრო მომწონს.

- რაც შეეხება სუპერმარკეტებს.

- ამ მხრივ ჩემი უდავო ფავორიტია ''გუდვილი''. ძირითადად იქ დავდივარ. ყველაფერია თავმოყრილი. მზა კერძებსაც იქ ვყიდულობ. ''კარფურში'' სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, პირველად რომ გაიხსნა, მაშინ წავედი. სხვა ქვეყანაშიც მაქვს ნანახი ეს სუპერმარკეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უფრო დიდი და გრანდიოზულია. შევდივარ ხოლმე ასევე ''ნიკორაში'', როცა ძეხვეულის ყიდვა მინდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება