რა აკავშირებთ თბილისთან ვიქტორია და დევიდ ბექჰემებს

რა აკავშირებთ თბილისთან ვიქტორია და დევიდ ბექჰემებს

''დღეში ოთხ მილს გავრბივარ და არასდროს ვიპარსავ ფეხებს'', - მსგავსი განცხადების მოსმენა ბევრისგან არ იქნებოდა გასაკვირი, ოღონდაც არა ვიქტორია ბექჰემისგან. რა ხანია, ვიკი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და დახვეწილ ქალად მიიჩნევა.

ნეტავ, კიდევ რა საიდუმლოებები აქვს ვარსკვლავს, რომელიც წარმატებული ბიზნესვუმენი, მრავალშვილიანი დედა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მამაკაცის ცოლი და უბრალოდ, მოდური ქალბატონია.

''დევიდი სუპერქმარია''

ვიქტორია ხშირად არ არიგებს ინტერვიუებს, თუმცა ბრიტანული ჟურნალ ''ალურის'' მარტის ნომრისთვის გულახდილად ისაუბრა.

''ჩემმა მეგობარმა ევა ლონგორიამ ერთხელ მირჩია, ლაზერული ეპილაცია მეცადა. ეს საუკეთესო ბიუთი-რჩევა იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. მას მერე საპარსს არ ვიყენებ'', - აღნიშნა ვიქტორიამ და ისიც აღიარა, რომ მიუხედავად ბავშვების აღზრდისა და წარმატებული ბიზნესისა, სპორტისთვისაც პოულობს დროს. ყველაფრის მოსასწრებად კი დილის ექვს საათზე დგება. ჯანსაღი ცხოვრების წესი მის გარეგნობაზეც აისახება - ვიქტორია ბოლო დროს მართლაც მშვენივრად გამოიყურება.

ვიქტორიამ თავის ცნობილ შეცდომაზეც გულახდილად ისაუბრა: ათი წლის წინ მკერდი გაიზარდა, მთელი სამი ზომით. მერე კი გადაიფიქრა და რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რომ მკერდის ჩვეული ზომა დაებრუნებინა. ''მკერდში აღარ მაქვს იმპლანტები. ამოვიცალე''.

ვიქტორიამ ისიც თქვა, რომ არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგების

ვარსკვლავი'' დახმარებისთვის, რათა გარეგნობა შეეცვალა: ''არასდროს ვიყავი ნატურალური''.

თავისი ქმრის დევიდის შესახებაც ისაუბრა. არასდროს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას და ამგვარი ინტერვიუების დროს აღნიშნავს, რომ მას და დევიდ ბექჰემს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და კვლავ უყვართ ერთმანეთი: ''დევიდი ამქვეყნად საუკეთესო მამაკაცია. ფანტასტიკურია. საოცრად ნიჭიერია, სუპერქმარი. უკვე ბევრი წელია ვუდგავარ მხარში და ძალიან ვამაყობ მისით. ისიც ყველა წამოწყებაში ჩემ გვერდით არის''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება