NATO-ს ძალები კრემლის აგრესიას პასუხობენ

NATO-ს ძალები კრემლის აგრესიას პასუხობენ

NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრებთან რეგულარულ პატრულირებას იწყებენ. საუბარია E-3 Sentry-ს ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის ორ თვითმფრინავზე. მათ "ავაქსებსაც" უწოდებენ. განცხადება ამის შესახებ 12 მარტს, საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა, NATO-ს სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა.

თვითმფრინავები უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რუმინეთისა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში იფრენენ, რომლებიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. უკრაინის საჰაერო სივრცეში ისინი არ შეიჭრებიან.

ამჟამად NATO-ს ავიაციის განკარგულებაში 17 ამ ტიპის საფრენი აპარატია. თვითოეულ მათგანს საწვავის მარაგის შეუვსებლად, ჰაერში ყოფნა 11 საათის განმავლობაში შეუძლია. E-3 Sentry დაახლოებით 300,000 კვადრატული კილომეტრის ფართს აკონტროლებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აშშ და NATO გააქტიურდნენ. 11 მარტს აშშ-მა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში F-15 და F-16-ის ტიპის გამანადგურებლების დამატებითი რაოდენობა გადაისროლა. 

პარალელურად შავ ზღვაში, ბულგარეთის, რუმინეთის და ამერიკის სამხედრო ფლოტების მონაწილეობით, ერთობლივი წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება. გეგმით, საზღვაო სწავლებები ერთი დღით ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა უამინდობის გამო, სამხედროებს პირვანდელი გეგმების შეცვლა მოუწიათ.

სწავლებაში ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატი "დრიზკი", სამი რუმინული ხომალდი და აშშ-ის ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Truxtun მონაწილეობენ. სწავლების მიზანი, "ნატოს" წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ერთეულების ერთობლივი ოპერატიული ქმედებების ამაღლებაა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ news.rambler.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა