სამანტა პაუერი - რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა, როგორც თანმხლები ინსტრუმენტი სამხედრო ინტერვენციისთვის

სამანტა პაუერი - რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა, როგორც თანმხლები ინსტრუმენტი სამხედრო ინტერვენციისთვის

რუსეთმა ყირიმთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს უფლება გამოიყენა, როგორც თანმხლები ინსტრუმენტი სამხედრო ინტერვენციისთვის. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმა ანაცხადა.

"რუსთმა გამოიყენა ვეტოს უფლება, როგორც თანმხლები ინსტრუმენტი სამხედრო ინტერვენციისთვის. ეს უფლება თითქმის 70 წლის წინ მიეცათ ქვეყნებს, რომლებიც აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ ვეტოს დადებით რუსეთს არ შესწევს ძალა, შეცვალოს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ნორმების დარღვევის გაგრძელებს აუცილებლად მოჰყვება შედეგები. რუსეთს არ შეუძლია ყირიმის სტატუსის შეცვლა. ყირიმი უკრაინის ნაწილია დღეს, ის უკრაინის ნაწილი იქნება ხვალაც და შემდეგ კვირასაც. ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში იქნება, ვიდრე მისი სტატუსი უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიცვლება, თუ ეს ოდესმე მოხდება", - განაცხადა სამანტა პაუელმა.

ამასთან, გაერო-ში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მართალია, რუსეთმა ვეტო დაადო უკრაინის თაობაზე რეზოლუციას, მაგრამ მას არ შეუძლია, უკრაინელი ხალხის ბედის შეცვლა და ვერც სიმართლეს უარყოფს.

"რუსეთმა დაბლოკა რეზოლუციის მიღება, მაგრამ ის ვერ შეცვლის უკრაინელი ხალხის მისწრაფებებსა და ბედისწერას. რუსეთის ვერ უარყოფს იმ სიმართლეს, რომელიც დღეს ვიხილეთ, რომ საერთაშორისო უმრავლესობა რუსეთის სახიფათო ქმედებების წინააღმდეგია", - განაცხადა სამანტა პაუერმა.

15 მარტს რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და გაერო-ს უშიშროების საჭოზე ყირიმის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაბლოკა.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს არ გააჩნია სამართლებრივი ძალა და ყირიმის სტატუსს იურიდიული ძალა არ ექნება.

ამასთან, გაერო-ში აშშ-ის ელჩის სამანტა პაუერის თქმით, რეზოლუცია მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლებას, შეასრულოს აღებული პირობა და დაიცვას უკრაინელის ხალხის, მათ შორის უმცირესობათა უფლებები.

მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა